„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონის ლიდერი მურთაზ ზოდელავა ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში სამეგრელოში არსებულ სოციალურ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, რეგიონში ტოტალური კორუფციაა, სადაც გამგებლები არიან ჩართული.
“სრული უპერსპექტივობა სუფევს, ახლა დაიწყეს ლამპიონების გამოცვლა, თითქოს სხვა პრობლემა არ იყოს ზუგდიდში, შარშან მუნიციპალიტეტების გაერთიანება მოხდა, გააერთიანეს მერია და სოფლის თემი, პრობლემა ის არის, რომ აქვთ რაღაც სახსრები და სწორად არ ხარჯავენ, არის მუნიციპალიტეტური სასადილო, რომელშიც იკვებება 248 ზუგდიდელი, სოფლებს უარი უთხრეს, რომ ფული არ აქვთ, ანუ ლოჯისტიკას ვერ ალაგებენ, ამ ადამიანებზე იხარჯებოდა 150 ათასი ლარი, აქაც კი 42 ათასი ლარით შეკვეცეს ეს ხარჯი. ყველაზე მძიმე რაც ხდება სამეგრელოში, ლარს ჩამოსცდა ულუფის ღირებულება, ზუგდიდში ულუფის ღირებულება ჩამოვიდა 97 თეთრამდე. ძალიან ცუდი ამბები ხდება, 40 ათასს აკლებენ ამათ, იმავდროულად სოფლის მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ჩვენ სამწუხაროდ მხოლოდ ქალაქს ვემსახურებით, თქვენ კვებას ვერ უზრუნველვყოფთო. ამათ რომ ეტყვი ფული არ მაქვს, ქალაქის გაჭირვებულს ვაჭმევ და სოფლის გაჭირვებულს ვერ ვაჭმევო, პარალელურად, ამ დღეებში გამოაცხადეს ტენდერი, რომ გამოცვალონ ლამპიონები, ამ დროს დაყენებულია ნორმალური, ბელგიური ლამპიონები და ახლა აყენებნ ჩინურს. მოტივაცია არის ის, რომ გაიხერხოს ეს ტენდერი და ე.წ. ატკატი გაკეთდეს. ვნახეთ რა მოთხოვნებია ამ ლამპიონებთან დაკავშრებით, შევისწავლეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ეს არის ფული იმისთვის, რომ შეიჭამოს. ხობის გამგებელი ტენდერებს თავის სიძეს აგებინებს ტენდერებს, მესტიის გამგებელი თავის დას, ტოტალური კორუფცია და უმძიმესი ვითარებაა. ავიღოთ ტრანსპორტის სამსახურის თავმჯდომარე და მისი მეუღლე ეკატერინე ქებურია, რომელიც არის ზუგდიდტრანს ჯორჯიას დამფუძნებელი, სუფთა ქალაქის დამფუძნებელი, ზუგდიდ ავტოტრანსის დამფუძნებელი, ყველაფრის დამფუძნებელი, რაშიც შეიძლება ტრანსპორტის სამსახურმა ფული დახარჯოს, ძალიან მძიმე ვითარებაა, ეს გამოიწვია იმან, რომ უყურებენ ივანიშვილს და ყველას უნდა, რომ ამ კორუფციულ ფერხულში მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნავს მურთაზ ზოდელავა.
მასალის გამოყენების პირობები






