"აშშ ელის დღეს, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება"- მაიკ პომპეო
პოლიტიკა - 18:08, 21 May, 2018     1065
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე და რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება დღეს, როდესაც საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

„რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წელი სრულდება. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. რუსეთის ძალისმიერი შეჭრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევაა და ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის მთავარ პრინციპებს და ჰელსინკის აქტს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, დააბრუნოს ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აქტი. უზრუნველყოს ორივე რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა“- განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, საქართველოს როგორც ნატოს არაწევრ ქვეყანას უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთის მისიაში.

"32 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ამ ქვეყანაში. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ დანაკარგს და მადლობას ვუხდით საქართველოს ამ, ერთობლივი და მნიშვნელოვანი მისიის მხარდაჭერისთვის.

2016 და 2017 წლის საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა დაადასტურა ევროატლანტიკური არჩევანი, მათ შორის საქართველოს ნატოში სამომავლო წევრობაც. ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელია. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის დეკლარაციას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

ვიცით რომ ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთად საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. კანონის უზენაესობის დაცვა დამოუკიდებელ სასამართლოსთან, ანგარიშვალდებულ მთავრობასთან და დაცულ პლურალიზმთან ერთად დემოკრატიული და ეკონომიკური წინსლვისთვის არსებითია.

საქართველოში დემოკრატია რომ უფრო მყარი გახდეს, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს შექმნას შესაძლებლობა, რომ ყველა ხმა იყოს მოსმენილი პოლიტიკაში, მედიაში, რომ გააძლიეროს ძალაუფლების გადანაწილება და კონტროლი სამთავრობო ინსტიტუტებში,"-განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42