ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ უწყება, „ქართული ოცნების“ დაკვეთას ასრულებს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტატისტიკის სამსახური აყალბებს ინფორმაციას... არ არის სანდო ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკა, არც ინფლაციის სტატისტიკა, ყოველთვის ისინი მოქმედებენ მთავრობის სასარგებლოდ და უნდათ, პოლიტიკური ქულები ჩაუწერონ მათ და ჩვენ შემოვალთ კანონპროექტით, რომ სტატისტიკის სამსახური დაექვემდებაროს პარლამენტს, რათა ასეთი მანიპულაციები შეწყდეს,“ - აცხადებს გოცირიძე და დასძენს, რომ მოსახლეობის რაოდენობასთან და მიგრაციასთან დაკავშირებითაც არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
„ეს არის ულოგიკო, ვინაიდან ინფორმაცია ეყრდნობა შსს-ს საზღვრის გადაკვეთას, მეთოდიკა წინაც და ახლაც არის ერთი და იგივე, ამით მათ უნდათ, მიჩქმალონ ის პროცესი, რაც შეიმჩნევა ბოლო 6 წლის განმავლობაში, ტოვებს საქართველოს ხალხი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ენმ-ს წევრები უახლოეს დღეებში პარლამენტში მოითხოვენ, რომ საქსტატი მთავრობიდან პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდეს.
მასალის გამოყენების პირობები






