"უმუშევრობის ზრდა “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგია, ივანიშვილის მთავრობა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს" - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 13:51, 21 May, 2018     661
“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ შედეგებს ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისში, რომელზეც ეკონომიკური აქტივობის თითქმის 2/3 მოდის, უმუშევრობა 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გაზრდილია.

"2018 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა 14%-მდე გაიზარდა. 2017 წელს ეს მონაცემი 13.9% იყო. უმუშევრობის ზრდა “ქართული ოცნების” არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია” - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, უმუშევრობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის ზომის შემცირებით, როდესაც მთავრობა დაბლა სწევს გადასახადებს, მეტ ფულს უტოვებს ბიზნესს, აძლევს მას გაფართოებისა და დამატებით ხალხის სამსახურში აყვანის საშუალებას. ამის ნაცვლად, მთავრობა ვერ ელევა საკუთარ კეთილდღეობას, მეტ ფულს იღებს ბიზნესიდან, ფლანგავს საბიუჯეტო თანხებს და ამით პირდაპირ ურტყამს ათასობით მოქალაქისა და ოჯახის შემოსავლებს.

“წელიწადზე მეტია, “ევროპული საქართველო” მთავრობას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფართომასშტაბიან საკანონმდებლო პაკეტს სთავაზობს, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და საერთოდ არ აინტერესებს ხალხის მდგომარეობა,” - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42