სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია აცხადებს, რომ მიწ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც არის ჩართული.
ჯანაშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან გიორგი მარგველაშვილს რამდენიმეჯერ მიმართადა გრიფით საიდუმლოს მოხსნა სთხოვა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2013 წლის დეკემბრამდე გამოცემულ შესყიდვებზე, რა დროსაც სახელმწიფო დაცვის სამსახურს უკვე ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა.
„პრეზიდენტი მარგველაშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც შეასრულა პროკურატურის დაკვეთა, გაასაჯაროვა ის დოკუმენტები, რომელიც სჭირდებოდა პროკურატურას, მხოლოდ და მხოლოდ, სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად. არ ასაჯაროებს იმ ნაწილს საბუთების, რომლებიც საკმარისი იქნება, რომ დამტკიცდეს ამ ბრალის აბსურდულობა,“ - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
მასალის გამოყენების პირობები






