მისივე შეფასებით, პროცესი არავითარ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას არ მოიცავს.
დოლიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში საელჩომ მკაფიოდ მიანიშნა, რომ აუცილებელია რეფორმა, ხოლო რეფორმამდე უვადო დანიშვნების მიმართ უნდა დაისვას კითხვის ნიშანი.
“საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება არის ძალიან საინტერესო. ეს არის გამაფრთხილებელი განცხადება კანონმდებლებისათვის, რომ ბევრად უფრო სერიოზულად მოეკიდონ სასამართლო სისტემის რეფორმის და უპირველეს ყოვლისა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს. ეს არის უმთავრესი გამოწვევა სახელმწიფოს წინაშე, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს მართლაც დამოუკიდებელი და კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებული. დისციპლინური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია. ეს იქნება საშუალება, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე და არ არსებობდეს ბერკეტი მოსამართლეზე ზეწოლის. საკანონმდებლო პროცესი გვიჩვენებს, რამდენად მივა პარლამენტი ამ შედეგამდე”, - განუცხადა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






