თბილისის ქუჩებში მუშაობა ქვეითმა პატრულმა დაიწყო
პოლიტიკა - 09:29, 21 May, 2018     3031
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საპატრულო პოლიციის რეფორმას, რომლის ერთ-ერთ კომპონენტია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მომსახურების განვითარება. რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, დღეიდან თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა.

პირველი სამუშაო დღის დაწყების წინ, ქვეით პატრულებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა, ახალი დანაყოფის მისიასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა, დავალებები მისცა და წარმატებები უსურვა.

ამ ეტაპზე, პატრულის თანამშრომლები ქვეითად განახორციელებენ პატრულირებას დედაქალაქის იმ უბნებსა და ქუჩებში, სადაც გასართობი ინფრასტრუქტურაა განთავსებული.

საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფის ძირითადი ამოცანაა აღნიშნულ ლოკაციებზე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათთვის შესაბამისი საპოლიციო სერვისების მიწოდება. ქვეით პატრულს გააჩნია თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები. ქვეითი პატრულ-ინსპექტორები დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებზე განახორციელებენ პატრულირებას, კერძოდ: შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის,საარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის გამზირსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე.

პირველ ეტაპზე, პატრულირებას ქვეით პატრულთა 10 ჯგუფი განახორციელებს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს. კანდიდატთა შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ პიროვნულ ჩვევებსა და კომუნიკაციის უნარებზე. ამასთან, ყველა მათგანი ფლობს ერთ ან მეტ უცხო ენას, რაც ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა საპოლიციო სერვისების უზრუნველყოფისა და ამ სერვისების განვითარებისათვის. გარდა ამისა, ქვეითი პატრულის ჯგუფები აქტიურად ითანამშრომლებენ მათ სამოქმედოტერიტორიაზე არსებული გასართობი და სხვა ობიექტების კერძო უსაფრთხოების დანაყოფებთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოახდინონ სამართალდარღვევის ფაქტებზე რეაგირება და განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები.

ქვეით პატრულ-ინსპექტორთა ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ტურისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მათთვის საქართველოში მოქმედი კანონებისა შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, მათი გადამისამართება მომსახურების სპეციალურ ცენტრებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ზაფხული სეზონის გააქტიურების შესაბამისად, ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42