ვინ და რატომ დამალა საქართველოს საპატრიარქოში, 2008 წელს მსოფლიო პატრიარქის მიერ გამოგზავნილი მხარდამჭერი წერილი. ბერძნულ ენაზე შედგენილი წერილი, მსოფლიო მართლმადიდებელი საპატრიარქოდან საქართველოს საპატრიარქოში 10 წლის წინ 2008 წლის 12 აგვისტოს მიიღეს.
უცნობია, რატომ არ გასაჯაროვდა მისი ტექსტი. როგორც პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ,,პოსტსკრიპტუმთან“ ამბობს, ამ წერილში არაფერია ისეთი, რის გამოც ის შეიძლება არ გამქოვეყნებულიყო, თუმცა დასძენს, რომ ამ წერილის შესახებ მათი (რუსთავი2-ის) მეშვეობით შეიტყო.
,,ეს წერილი მისაღებია სრულიად და მადლობა მინდა მოვახსენო მის უწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქს, იმ მძიმე დღეებში მხარდაჭერისთვის. ის რომ წერილი არ გამოქვეყნებულიყო ამისთვის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ“ - ამბობს მამა მიქაელი.
წერილის შესახებ 2017 წელს შეიტყო ათენის უნივერსიტეტის სტუდენტმა, გურამ ლურსმანაშვილმა, რომელმაც წერილი ბერძნულიდან ქართულად თარგმნა. პირადად გეაცნო მსოფლიო პატრიარქს, რომელმაც იკითხა, იცოდა თუ არა ქართველმა მრევლმა, როგორ უყვარს მას საქართველო.
ის თუ როგორ შეიტყო წერილის არსებობის შესახებ, გურამ ლურსმანაშვილი ფიესბუქის გევრდზე წერს:
„2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ათენში, შემთხვევით გავიგე, რომ 2008 წლის აგვისტოში მსოფლიო პატრიარქს მისი უწმინდესობისადმი, საქართველოს მოსახლეობისადმი და ზოგადად მრევლსადმი თანადგომის, გამხსნევების, გაძლიერების და გამტკიცების წერილი გამოუწვევია. ეს წერილი საქართველოში რომ გახმაურებული არ იყო ამან ,,გამაოცა'', უფრო მეტად იმან გამაოცა, რომ ჩემამდე და ჩემ გარდა თურმე ბევრს ცოდნია ამ წერილის შესახებ, მგრამ თვალით არავის უნახავს და შინაარსი არავინ იცოდა. აღდგომის პერიოდში პირადად მსოფლიო პატრიარქთან გადავამოწმე ეს ამბავი და ვთხოვე, რომ თუკი შესაძლებელი იყო ეს წერილი ჩემთვის მოეცა,რადგან ვთარგმნიდი და ომის 10 წლისთავისთვის, აგვისტოში, გავავრცელებდი. საპატრიარქოს აპარატმა ეს წერილი იმ დღესვე მომცა და ასევე განაცხადეს, რომ ნებისმიერ ქართველს, ვინც მისით დაინტერესდებოდა უპრობლემოდ მისცემდნენ. მცირე ხნის წინ ამ ფაქტით ტელევიზიაც დაინტერესდა, მსოფლიო საპატრიარქომ მათაც მოთხოვნის დღესვე გადაცა ეს წერილი და იმედია ეს თემა ჯეროვნად გაშუქდება.
P.S. იმედს ვიტოვებ ამ წერილის ,,მიჩქმალვა'' მხოლოდ გულგრილობით, დაუინტერესებლობით და უყურადღებობით იქნა გამოწვეული და მის უკან რაიმე სერიოზული (მაგ: პოლიტიკური ფაქტორი) არ იდგა.
,,არა არს დაფარული რომელიც არ გაცხადდება'', ხოდა ნუ იგდებთ ნურც საკუთარ თავებს და ნურც ჩვენ გვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში“ - წერს ათენში მყოფი ქართველი სტუდენტი.
აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტოლოგიის განყოფილების მკვლევარი თამარ მესხი, რომელიც საპატრიარქოში, ილია მეორის აღსაყდრების დღიდან, 40 წელი მუშაობდა და ოფიციალური ვიზიტების გარდა ბერძნულ ქართულ დოკუმენტაციასაც თარგმნიდა, ამბობს, რომ სანამ იქ იყო, ყველა წერილს პატრიარქს თავად აცნობდა, არ არის დარწმუნებული, მივიდა თუ არა წერილი პატრიარქამდე.
მისი თქმით, ბართლომეოსის წერილის იგნორირება რუსეთისა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის არსებული ისტორიული დაპირისპირების გაგრძელებაა, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც კი საქართველოს საპატრიარქომ რუსეთს არ აწყენინა და მსოფლიო პატრიარქის წერილი დამალა.
მასალის გამოყენების პირობები






