სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა - სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს
პოლიტიკა - 12:59, 20 May, 2018     663

„წარმოდგენილია ერთიანი, შეჯერებული კანონპროექტი თქვენს წინაშე და დღეს ჩვენ განვიხილავთ უკვე მუხლობრივად თითოეული ნორმის მიხედვით ამ ტექსტს. იმედია, რომ დღესვე მოვახერხებთ შეჯერებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე, დღესვე გვექნება დამატებითი მსჯელობა გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფის წინა შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული კანონპროექტები იყო წარმოდგენილი და მაშინ შეთანხმდნენ, ერთიანი და შეჯერებული კანონპროექტი მომზადდებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთიან კანონპროექტთან ერთად, დღეს წარმოდგენილია დამატებითი რეკომენდაციებიც.


“შევეხები ორ ძირითად საკითხს: ეს იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები და ასევე, იყო სასამართლოში გადატვირთულობის პრობლემა. გვქონდა დისკუსია. შევთანხმდით, რომ წარმოვადგენდით დღეს შეჯერებულ კანონპროექტს. მაშინ იყო ორი კანონპროექტი წარმოდგენილი. ერთი იურიდიული კომიტეტის მიერ და მეორე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. მაშინ შევთანხმდით, რომ წარმოდგენილი იქნებოდა ერთიანი, შეჯერებული კანონპროექტი, რომელთან დაკავშირებითაც დღეს უნდა გვემსჯელა და ასეთი კანონპროექტი არის წარმოდგენილი. არის თქვენს წინაშე და დღეს ჩვენ განვიხილავთ უკვე მუხლობრივად თითოეული ნორმის მიხედვით ამ ტექსტს. იმედია, რომ დღესვე მოვახერხებთ შეჯერებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე, დღესვე გვექნება დამატებითი მსჯელობა გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით. ამაზეც არის წარმოდგენილი დამატებითი რეკომენდაციები. მაინც და მაინც მრავალრიცხოვანი არ არის ეს რეკომენდაციები, თუმცა დამატებითი მსჯელობის საშუალებას ეს ყველაფერი იძლევა. წინაზე ჩვენ დავიწყეთ გადატვირთულობის საკითხით. ვფიქრობდით, რომ დიდ დროს ეს არ წაიღებდა და მალევე გადავიდოდით დისციპლინურ სამართალწარმოებაზე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ აქტიური დისკუსია გაიმართა პირველ საკითხთან დაკავშირებითაც. ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ პრიორიტეტი მაინც არის დისციპლინური საკითხები, გთავაზობთ დღეს შეხვედრა დავიწყოთ სწორედ ამ კანონპროექტით, რომელიც შეეხება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს. როგორც მოგეხსენებათ, ეს კანონი გაერთიანდა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. შესაბამისად, ცალკე კანონზე აღარ არის საუბარი და უკვე არის ინტეგრირებული ახალი თავი „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში“ და შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმ ცვლილებებზე, რომელიც უნდა შევიდეს ამ ორგანულ კანონში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


სამუშაო შეხვედრა კანონპროექტის მუხლობრივი განხილვით გაგრძელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42