პროკურორმა დანაშაული დაფარა – ,,კურიერი“ სკანდალურ კადრებს ასაჯაროებს
პოლიტიკა - 11:00, 20 May, 2018     4821
ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ რუსთავი 2 სკანდალურ ვიდეომასალას აქვეყნებს. ,,კურიერის“ მიერ მოპოვებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ადასტურებენ, რომ დანაშაულის დაფარვაში ყოფილმა სამართალდამცველმა მირზა სუბელიანმაც მიიღო მონაწილეობა, იმ დროს, როცა ის ჯერ კიდევ მოქმედი პროკურორი იყო.

,,კურიერის'' მიერ მოპოვებული სასამართლო დაკითხვის და კაზინო აჭარის ვიდეოთვალის ჩანაწერები ორი მოზარდის მკვლელობის შემდეგ კალანდიების სახლთან განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

ვიდეომასალაში ჩანს რამდენიმე ავტომობილი, რომელიც კალანდიების ეზოს მიმართულებით მოძრაობს. პირველი ავტომობილი, რომელიც 14:50 საათზე (მომხდარიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ) ეზოში შედის, არის, თენგიზ კალანდიას მეგობრის გიორგი თურქიას შავი BMW. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თურქიამ თენგიზ კალანდიას მისი შვილი და ერთ-ერთ ბრალდებული, პეტრიაშვილის ქუჩის სამალავიდან სახლში მიაყვანინა. შავი BMW ეზოში მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შედის და გამოდის. ანუ გიორგი თურქია კალანდიებთან განვითარებული მოვლენების უშუალო მონაწილეა, თუმცა დანაშაულის დაფარვაზე მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ,,კურიერის“ ინფორმაციით ის ყოფილი პოლიციელია.

დაახლოებით დღის სამი საათისთვის ეზოში წითელი ფერის Toyota Prius შედის, რომლის მფლობელიც მირზა სუბელიანის მეუღლე, თეა კაკუბავაა. თეა კაკუბავა კალანდიების სახლში შვილთან ა.ს.–სთან ერთად მიდის. სწორედ მისი დაჩაგვრის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მოზარდები სასიკვდილოდ.

15 საათსა და 35 წუთზე(მომხდარიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ) კალანდიების საცხოვრებელი სახლის ეზოში ფეხით შედის იმჟამად მოქმედი პროკურორი მირზა სუბელიანი, რომელიც თეა კაკუბავას მეუღლე და თენგიზ კალანდიას ქვისლია. თენგიზ კალანდია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ მირზა სუბელიანს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც იმ დროისთვის მისთვის იყო ცნობილი.

მირზა სუბელიანის მისვლიდან რამდენიმე წუთში ეზოში შედის ვერცხლისფერიToyota Vitz. ავტომობილის მფლობელი კალანდიების მეზობლის შაკო წინწკალაძის მეგობარია. სწორედ ამ ავტომობილით მოხდა მიხეილ კალანდიასა და ერთ-ერთი ბრალდებულის ქალაქიდან გაყვანა. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც Toyota Vitz კალანდიების ეზოს ტოვებს, ეზოდან გადმოდიან მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდიაც. თუმცა დანაშაულის დაფარვაზე ბრალი მხოლოდ კალანდიებს წაუყენეს. მირზა სუბელიანით გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა. .

,,კურიერის“ მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაში რამდენჯერმე ჩანს ლუკა კალანდია. მას ეზოდან გადმოაქვს ჩხუბის მონაწილე მოზარდების ტანსაცმელი, რომელიც მისივე თქმით საკანალიზაციო ჭაში ჩაყარა. მოგვიანებით, ეზოდან ერთ–ერთი გასვლისას, როგორც თავად სასამართლოზე განაცხადა, მისი ძმის და მეგობრის ტელეფონები მოიშორა თავიდან.

სასამართლო დაკითხვის ჩანაწერში ლუკა კალანდია ყვება, რომ მისი ძმის მეგობარი ამჟამად ბრალდებული გ.ჯ. შეშინებული და დაბნეული იყო. ამ მდგომარეობაში წაიყვანეს კალანდიებმა გ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან, მოგვიანებით კი ქალაქიდან გაიყვანეს, მაშინ, როცა არასრულწლოვანი გ.ჯ.–ს ოჯახმა მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42