შოთა შალელაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი პრემიერმა კვირიკაშვილმა უნდა აწარმოოს
პოლიტიკა - 16:20, 19 May, 2018     1439
რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მხირდან საუბრები ,,ვიწრო პოლიტიკურ“ ინტერესებს ემსახურება, ხოლო სხვადასხვა პოლიტიკური წრეების მხრიდან ამაზე საუბრები ზიანის მომტანია, რადგან მათ არ გააჩნიათ ლეგიტიმაცია, აწარმოონ ამ სახის მოლაპარაკებები.

შალელაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი დიალოგის უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს პრემმიერ-მინისტრს გააჩნია.

„რუსეთთან დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით ბოლოდროს გააქტიურებულ მცდელობას მეტი პასუხისმგებლობა სჭირდება. დაუშვებლად მიმაჩნია ნებისმიერ პოლიტიკური ძალის, მათ შორის თავად პრეზიდენტის მხრიდან ვიწრო პოლიტიკური თუ წინასაარჩევნო მიზნებისთვის თემის არასერიოზულად აქტუალიზება. სხვა და სხვა პოლიტიკური წრიდან ისმის შეთავაზებები, თუმცა მათ არ გააჩნიათ ლეგიტიმაცია, რათა აწარმოონ შედეგიანი მოლაპარაკებები, უფრო მეტიც, ვაკვირდები და ხშირად, თავიანთი მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირებით, ზიანი ადგება ქვეყნის ინტერესებს და მოლაპარაკებების სამომავლო პერსპექტივებს, რადგანაც საუბრობენ იმ თემებზე, რაც უნდა იყოს განხილული მოლაპარაკებების მაგიდასთან. საკითხის ფართო მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე მოლაპარაკებების და დიალოგის უფლებამოსილება გააჩნია ჩვენი ხალხის უმრავლესობის მიერ მაღალი ნდობის მანდატის მქონე ძალას და მის უფლებამოსილ პირს - საქართველოს პრემიერ-მინისტრს. უნდა გავაცნობიეროთ და სწორი შეფასებაც მივცეთ, რომ ლეგიტიმაციის მიღმა დარჩენილი ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის ქმედებები ხელ-ფეხს უკრავს პერსპექტივებს და უფრო ართულებს ამ პრობლემას. მე კვლავ ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას და დამოკიდებულებას, ვფიქრობ, რაც უფრო ადრე შედგება ეფექტური და სოლიდური მოლაპარაკებები სახელმწიფოების დონეზე, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს უფრო მაღალი ფასის გადახდა.“ - წერს შალელაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42