სოზარ სუბარმა დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა
პოლიტიკა - 11:28, 19 May, 2018     804

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა.

დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა სახელმწიფოსა და დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, საქართველოს მასშტაბით, გრანტი 1000 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის 16 პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა.

სოზარ სუბარი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მცხოვრებ შამილ ხორგუანს ესტუმრა. შამილ ხორგუანმა გრანტის საშუალებით, მიწის დასამუშავებლად მოტობლოკი შეიძინა, რაც დევნილი ოჯახის შემოსავლის წყაროდ იქცა.

მცირე მეწარმეების დაფინანსების პარალელურად, სამინისტროსთან არსებული საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამასაც“ ახორციელებს. სააგენტომ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ 49 დევნილს თვითდასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოები უკვე შეუსყიდა.

პროგრამის ფარგლებში, სააგენტომ აფხაზეთიდან დევნილ ავთანდილ ცაავას კარ-ფანჯრის დამზადებისა და დამონტაჟებისთვის საჭირო ხელსაწყოები გადასცა. დღეს, ავთანდაილ ცაავას საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს და 6 ადამიანი ყავს დასაქმებული.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა მესტიის მუნიციპალიტეტში განახლებული საბავშვო ბაღებიც დაათვალიერა, რომელთა აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 48 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა. მათ შორის, 10 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42