"12 მაისს ჩატარებულ ოპერაციებს ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი-ეს რწმენა გამიმყარა შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელმა მოხსენებამ" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 10:25, 19 May, 2018     821

„ჩემი წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ამ ოპერაციებს ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი და ჩარევა იყო, ასევე, პროპორციული. ეს რწმენა მე დღეს გამიმყარა იმ მოხსენებამ, რომელიც მოვისმინე და განსაკუთრებით, კითხვა-პასუხმა, რომელიც მოვისმინე დღევანდელ სხდომაზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმინეს.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიან საქმიანობას სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული როლი ეკისრება.

„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიან საქმიანობას ეკისრება ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული როლი ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში. უსაფრთხოების მაღალი დონე არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც დადასტურებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით და ამ მიღწევას ესაჭიროება არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ, ესაჭიროება შემდგომი განმტკიცებაც. არის ძალიან ბევრი გამოწვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რაზეც მოვისმინეთ ძალიან საინტერესო და ძალიან გულწრფელი მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრისგან და ასევე, მოვისმინეთ ცვლილებების მკაფიო ხედვა, რომელიც, ვფიქრობ, უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანობის ხარისხის ამაღლებას, ასევე,საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხარისხის და კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესებას და ამ ხედვისთვის, მე მინდა, ბატონ გიორგის დიდი მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

12 მაისის ღამეს, კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის შესახებ საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპერაციისა და მისი დეტალების თაობაზე მას შინაგან საქმეთა მინისტრისგან წინასწარი ინფორმაცია ჰქონდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპერაციებს ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა და ეს რწმენა მას დღეს მოსმენილმა მოხსენებამ და გამართულმა კითხვა-პასუხმა გაუმყარა.

„რაც შეეხება უშუალოდ საპოლიციო ოპერაციას, რომელიც განხორციელდა ღამის კლუბებში, მე მქონდა წინასწარი ინფორმაცია ბატონი გიორგი გახარიასგან ამ ოპერაციის თაობაზე, დეტალების თაობაზე, და მაშინ აღვნიშნე, რომ ჩემი წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ამ ოპერაციებს ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი და ჩარევა იყო, ასევე, პროპორციული. ეს რწმენა მე დღეს გამიმყარა იმ მოხსენებამ, რომელიც მოვისმინე და განსაკუთრებით, კითხვა-პასუხმა, რომელიც მოვისმინე დღევანდელ სხდომაზე. იყო არაერთი ინფორმაცია, დეტალები მოწოდებული ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი სწორედ, მეტყველებს მიზნის ლეგიტიმურობაზე და ასევე, ჩარევის პროპორციულობაზე. ის ფაქტები, აქ საუბრობდნენ კოლეგები, არცერთი სხეულის დაზიანება, თუნდაც, მსუბუქი, არცერთისაჩივარი ომბუდსმენთან, გენინსპექციაში და ასე შემდეგ, მეტყველებს იმაზე, რომ პოლიცია მოქმედებდა თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად და იყო ჰუმანურობის მაღალი სტანდარტი გამოვლენილი ამ ოპერაციის ჩატარების დროს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დღეებში გამოვლინდა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა სისასტიკისა და არაჰუმანური მიდგომების გარეშე არის შესაძლებელი. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ სისასტიკისა და არაჰუმანური მოპყრობის დაპირისპირება 2012 წელს ჩაბარდა წარსულს.

„მე ველოდებოდი დღეს, რომ ოპოზიცია ძალიან აქტიურად დასვამდა კითხვებს ამ ოპერაციებთან დაკავშირებით, თუმცა, ვხედავდით, რომ მაქსიმალურად არიდებდა ოპოზიცია თავს ამ ოპერაციებთან დაკავშირებით კითხვების დასმას და ხშირად ხდებოდა აქცენტის გადატანა სხვა საკითხებზე. რეალურად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კითხვა-პასუხმა გამიმყარა აბსოლუტურად ის რწმენა, რომ მიზანი იყო ლეგიტიმური და კიდევ ერთხელ, ჩარევა იყო თანაზომიერი. რაც შეეხება აქციებს და აქციებთან მიმართებით შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, ამ დღეების განმავლობაში გამოვლინდა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა შესაძლებელია, თურმე, ჰუმანური და რაციონალური მიდგომით, სისასტიკისა და ადამიანების მიმართ არაჰუმანურიმიდგომის გარეშე. ჩვენ გვახსოვს აბსოლუტურად განსხვავებული პრაქტიკა 2012 წლამდე, როდესაც ხელისუფლება სისასტიკეს, არაჰუმანურ მოპყრობას უპირისპირებდა გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას და ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს 2012 წელს და ამის საუკეთესო გამოხატულება იყო პოლიციის მიდგომა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში. საბოლოო ჯამში, ამ აქციებთან მიმართებაში, პოლიციამ იმოქმედა ზედმიწევნით კარგად და ამის ძალიან კარგი ინდიკატორი, გარდა სხვა ინდიკატორებისა, იყო იმედგაცრუებული ოპონენტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ ერთერთი ტელევიზიის ეთერში, ოპოზიციის წარმომადგენლები, ბატონი ნიკა გვარამიას გაფითრებული სახე არ დაგვავიწყდება, როდესაც მშვიდობიანად დასრულდა ის მოვლენები, რაც ვითარდებოდა თბილისში ამ დღეების განმავლობაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციის პრესტიჟისა და პოლიციელის ღირსების დაცვა განსაკუთრებული პრიორიტეტია და ამ საქმეში პარლამენტი მაქსიმალურ წვლილს შეიტანს. მისივე თქმით, მას დღეს გაუმყარდა რწმენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საიმედო ხელშია.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, იმისთვის, რომ ისინი პატრიოტული სულისკვეთებით, პროფესიონალურად ემსახურებიან თავის საქმეს, და ემსახურებიან, ზოგადად, ჩვენს ქვეყანას. პოლიციის პრესტიჟის დაცვა, პოლიციელის ღირსების დაცვა, არის ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ამ საქმეში საქართველოს პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, ბუნებრივია, თავის მაქსიმალურ წვლილს შეიტანს.

მე მინდა, პირადად ბატონ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს გადავუხადო მადლობა ძალიან დამაჯერებელი მოხსენებისთვის, კითხვა-პასუხისთვის, ასევე, ძალიან მართალი მოხსენებისთვის. მე დღეს გამიმყარდა იმის რწმენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის საიმედო ხელში, ის რეფორმები, რომლებიც უნდა განხორცილდეს შინაგან საქმეთა სამინიტროში, არის საიმედო ხელში და ამისთვის უღრმესი მადლობა ბატონ გიორგი გახარიას“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42