"ეს რომ არ ყოფილიყო 13-14 მაისი, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდით, უბრალოდ კარზე გვედგა 17 მაისი"- გახარიას პასუხი კითხვაზე, რატომ არ მოხდა კონტრაქციის დაშლა (ვიდეო)
პოლიტიკა - 19:01, 18 May, 2018     1601

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას, 12 და 13 მაისს პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მძიმე წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე პოლიციის დიდი მოცულობით ქუჩაში გამოჩენის მიმართ საზოგადოებაში დიდი რეზისტენტულობა არსებობს. როგორც გახარიამ განაცხადა 12 მაისს პოლიცია ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე:

„ამ მოვლენების შემდეგ როდესაც ჩვენ ანალიზი მოვახდინეთ, ჩვენთვის გასაგები იყო ეს რატომ მოხდა. საზოგადოებაში მართლაც არსებობს დიდი რეზისტენტულობა, როგორც კი სამართალდამცავი ორგანო, ლეგიტიმურად თუ არალეგიტიმურად დიდი მოცულობით ჩნდება ქუჩაში და იწყებს სამართლის აღსრულებას. გამოცდილებას 9 აპრილიდან დაწყებული 26 მაისით დამთავრებული დიდი ენერგია აქვს და ეს არის ჩვენი მძიმე წარსული, რომლის გამოსწორების საშუალებაც ახლა გვაქვს, იმ ახალგაზრდებთან, იმ ჰიპსტერებთან ერთად, რომლებიც რაღაც მომენტებში ტაშს უკრავდნენ პოლიციის თანამშრომლებს, რამეთუ მათ იგრძნეს ერთი რამ, 12 მაისს პოლიცია ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე. ეს იყო დიდი განსხვავება და ეს განსხვავება თქვენ რომ შეხედოთ კადრებს ძალიან კარგად დაინახავთ.“- განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, რატომ არ მოხდა 13 მაისს კონტრაქციის დაშლა, რომლის წარმომადგენლებიც საკმაოდ აგრესიულად იქცეოდნენ, მინისტრმა განაცხადა, რომ შსს შეეცადა 17 მაისის წინა დღეებში რადიკალიზაციის თავიდან აეცილებინა:

„ეს რომ არ ყოფილიყო 13-14 მაისი, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდით, უბრალოდ კარზე გვედგა 17 მაისი, რომელიც არ არის მარტო მთავრობის გამოწვევა. ჩვენი ყველას გამოწვევაა. გუშინ მაგალითად, ჩვენ რაღაცნაირად შევძელით, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება დაგვეცვა თქვენთან ერთად, იძულებული ვიყავით, იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, საკმაოდ კონსერვატიულ საზოგადოებაში, ასევე გამოხატვის თავისუფლების ცოტა უფრო აგრესიული ფორმები, ერთდროულად დაგვებალანსებინა, რისი სამართლებრივი უფლებაც პოლიციას გააჩნია და არცერთ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან გადაცდომას და უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. იქ სადაც ადგილი ქონდა პოლიციის მხრიდან დაუმორჩილებლობას, რა თქმა უნდა პოლიცია მაშინვე შედიოდა მანდატში.“- განაცხადა გახარიამ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42