შს მინისტრის განცხადებით, ისინი დანაშაულის სტატისტიკას არ მალავენ. როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, კვარტალური სტატისტიკით კრიმინალის მაჩვენებელი მომატებულია.
"ჩვენ არ გვეშინია და ვამბობთ, რომ მაგალითად კვარტალური სტატისტიკით დღეს კრიმინალში წინა წელთან შედარებით 39 %-ით ზრდა გვაქვს, რაც სერიოზული ციფრია. უბრალოდ, ამას აქვს მარტივი ახსნა. იმისთვის რომ ის რეფორმების გეგმა იყოს ადეკვატური გვჭირდება სურათის სწორი შეფასება. სტატუსის დაფიქსირება, შემდგომ შეფასება, გეგმის დასახვა და შესრულება. ამიტომ ვერანაირ აზრს ვერ ვხედავდით ეს სტატისტიკა დაგვემალა. მით უმეტეს, მაშინ როცა იმ გეგმების რაც გაგვაჩნია ჩვენ გვჯერა. როდის იქნება ამ რეფორმების შედეგი?!- წლის ბოლოსთვის ხელშესახები იქნება რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება"- თქვა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






