„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, რომ ოპოზიციის დადანაშაულების ნაცვლად კითხვები შინაგან საქმეთა მინისტრს დაუსვან. ბოკერიამ კონკრეტულად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მიმართა და მამუკა მდინარაძეს მოუწოდა, რომ თანაგუნდელებს შენიშვნა მიცეს, რომლებიც უმცირესობების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზებს იყენებენ. ბოკერიას თქმით, დეპუტატების გარკვეული ნაწილს თავი „რაინდებად“ წარმოუდგენიათ და ქლაბერების წინააღმდეგ იბრძვიან, ნამდვილ მტერის კი, რომელიც ერთი საათის სავალში დგას, ეშინიათ და მასთან ბრძოლა არ უნდათ. აღნიშნული განცხადება გიგა ბოკერიამ პარლამენტში, შს მინისტრის გამოსვლის შემდეგ გამართული დებატებისას გააკეთა.
„ბატონი მამუკას წინასწარმეტყველებას პატივს ვცემ, ის მე უკვე მხედავს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ, მომავალშიც არ ვიქნები, კითხვები არის შინაგან საქმეთა მინისტრთან ეს ერთი. ზოგადად ძალიან სახიფათო წინასწარმეტყველებებია, აქ კობა ნარჩემაშვილს მადლობა მოუხადეს 2003 წელს , გაყალბებული არჩევნების მერე რომ მშვიდობიანად სისხლი არ დაღვარა და ეს არის კარგიო... როგორ გისურვოთ ეს მომავალი? ჩვენ ეგ არ გვინდა, ჩვენ გვინდა არჩევნებით ცვლილება. და ბოლოს, იქნებ თქვენ თვითონ მიუთითოთ თქვენს კოლეგებს, როცა ნებისმიერი უმცირესობის მიმართ, მათ შორის ყველაზე დაუცველების, ასეთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს იძახიან. რაინდები, რომლებიც იბრძვიან ქლაბერების წინააღმდეგ, გაბედულად, სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე, თითქოს მტერი არა გვყავს ერთ საათში აქედან.მაგრამ იმ მტერთან ბრძოლა თქვენ არ გინდათ, იმ მტერის უნდა გეშინოდეთ და ქლაბერები რომ შეიკრიბებიან 20-22 წლის, არ აქვს მნიშვნელობა, მე მათი აზრები მომწონს თუ არა , იქ ხართ თქვენ რაინდები და ამ დარბაზშიც ომახიანად უტევთ. ყოჩაღ!“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






