"რამდენად იყო გაცნობიერებული ამ გადაწყვეტილების შედეგები და პოლიტიკური ზიანი?"- ცქიტიშვილის კითხვა შს მინისტრს 12 მაისის სპეცოპერაციაზე
პოლიტიკა - 17:29, 18 May, 2018     817

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და ეს კითხვები შეეხება არა მხოლოდ იმას, თუ რატომ მოხდა კონკრეტულად „ბასიანზე“ და „გალერიში“ შესვლა, არამედ იმასაც, იყო თუ არა გათავისებული ის ზიანი, რომელიც ამ ქმედებით მიადგებოდა როგორც კლუბური ცხოვრების ასევე სამართალდამცავი ორგანოების რეპუტაციას. ცქიტიშვილმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად მოახდინა კლუბური ცხოვრების დემონიზაცია და გააძლიერა პოლარიზაცია სახოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის:

„კითხვები თუ ჩნდება მინისტრის მისამართით, ეს იმიტომ, რომ სხვა სტანდარტია მოთხოვნების, აქამდე ეს კითხვა, რომელიც შეიძლება მე დავსვა, წინა ხელისუფლების პერიოდში უბრალოდ არ დაისმებოდა, იმდენად არარელევანტური იყო არსებული მოცემულობა. თქვენ ბატონო გიორგი ახსენით, თუ რატომ მმოხდა 12-ში ამ ოპერაციის ასეთი ფორმით დაგეგმვა, მაგრამ მგონია, რომ მაინც რჩება კითხვები, კითხვები მაქვს მეც და საზოგადოების ნაწილსაც, ერთი ის, რომ თუ გარეთდავიჭირეთ, რატომ დადგა აუცილებლობა შიგნით შესვლის, სამთვიანი წინასწარი მზადების შემდეგ, შიგნით შესვლისას ვერცერთი დამატებითი ნარკორეალიზატორი ვერ დავიჭირეთ და მაინც შევედით. რატომ გახდა საჭირო მაინცდამაინც ამ ორ კლუბში და არა სხვაში. თქვენ თქვით, რომ სხვა კლუბებზეც იყო სანქცია, იმისა რომ შესვლა და ჩხრეკა მომხდარიყო. ზოგადად რამდენად პოლიტიკურად გათავისებული და გაცნობიერებული იყო ამ გადაწყვეტილების შედეგები, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეს სამართლებრივად კარგად აწყობილი იყო , მეორეს მხრივ იყო პოლიტიკური შედეგები, პოლიტიკურ შედეგებს ვგულისხმობ იმას, რომ ერთის მხრივ მოხდა კლუბური ცხოვრების და ახალგაზრდობის ერთი ნაწილის დემონიზება, ეს ფაქტია და ამას ვხედავდით სოციალურ ქსელებშიც და ქუჩაშიც. ის პოლარიზებული დამოკიდებულება ერთის მხრივ ამ ახალგაზრდებს რომლებიც აპროტესტებდნენ და მეორეს მხრივ კონტრაქციების, რომელიც კიდევ ცალკე თემაა და მე ვფიქრობ ამაზე გაქვთ პასუხი, ის საკითხი თუ რამდენად გაქვთ გათავისებული, არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ ჩვენ რეფორმებთან ერთად ვაყალიბებთ ახალ რეპუტაციას. პოლიციელს ქონდა ძალიან დიდი რეპუტაციული კრიზისი და დღეს პოლიციის რეპუტაცია პოზიტივისკენ შეიცვალა, ამ კონკრეტულმა მოქმედებას კი შეიძლება პოლიტიკური ზიანი მოეტანა ან მოიტანა კიდევაც პოლიციელების რეპუტაციის თვალსაზრისით. პოლიციელის როგორც სისტემის, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა ძალიან პროფესიონალურად იმუშავა, მე რაც ვნახე ჩემი თვალით და აქციის მონაწილეებიდან რაც გავიგე.“- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42