საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 12 მაისს რამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპრეაციების დეტალებზე ისაუბრა. გიორიგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის, რაც სპეცოპერაციის შემდეგომ მოხდა იყო აზრის გამოხატვა, რომლის თავისუფლებას პოლიციის მიერ უზრუნველყოფილი იყო.
„არჩევანი იყო მარტივი, მე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შეკითხვებსაც ვუპასუხებთ, რამდენად ლეგიტიმური იყო, ან გამართლებული იყო იმ ღონისძიების ჩატარება, თუ ვინმეს დაებადება ასეთი შეკითხვა, მოდით ვიდაოთ. ახლა თემა დადგა რატომ მაინცდამაინც ამ დროს? არჩევანი ძალიან მარტივი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მესმის, რისკებში შევდივარ, არჩევანი იყო მარტივი, ან ეს უნდა გაგვეხორციელებინა დაახლოებით პირველი, ორი საათის განმავლობაში, სადაც მინიმალური რაოდენობის ხალხი იქნებოდა კლუბებში და მაქსიმალურად ფხიზელი ან უნდა გაგვეხორციელებინა გამთენიისას ექვსიდან შვიდ საათამდე, სადაც იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა ხალხის და საკმაოდ ნაკლებად პროგნოზირებადი მდგომარეობა იქნებოდა.
პირველ შემთხვევაში ჩვენ პრობლემები გვექნებოდა ღონისძიების შემდეგ, რაც მოხდა, რაც აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა, მეორე შემთხვევაში ღონისძიების მსვლელობის დროს. ეს იყო საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. ის, რაც მოხდა ამ ღონისძიების შემდეგომ,ეს იყო ჩვეულებრივი აზრის გამოხატვა, რომლის თავისუფლებაც იყო უზრუნველყოფილი პოლიციის მიერ, თუ იქ ხდებოდა დაკავება, დაკავება ხდებოდა დაუმორჩილებლობის ნაწილში, არანაირ სხვა ქმედებას იქ ადგილი არ ჰქონია, ერთადერთი კომპონენტი იყო, მაშინ, როდესაც მომიტინგეები ცდილობენ გზის გადაკეტვას აქ იყო გარკვეული დისკომფორტი მათ შორის.
ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ კიდევ, არანაირი სახის სპეც-აღჭურვილობა ამ ღონისძიებებში გამოყენებული არ ყოფილა, რაც ასევე ვფიქრობ რომ არის გასათვალისწინებელი.
როგორც შედეგი მინდა გითხრათ, რომ გამოძიებას გარკვეული პროგრესი უკვე აქვს, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, გამოძება გრძელდება, ჩვენ უკვე ვხედავთ ქსელურ ხასიათს ამ ღონისძიებების, უახლოეს პერიოდში სისტემურ ხასიათს მსგავსი ქმედებების ნათლად დაგანახებთ, რასაც მოჰყვება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






