საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით შსს-ის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა საზღვრის მართვაა. გახარიამ ამის შესახებ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა:
„საზღვრის მართვა, განსაკუთრებით სახმელეთო ნაწილში საკმაოდ რესურსული და რთული ამოცანაა განსაკუთრებით ჩვენი გეოგრაფიის პირობებში, ამიტომ ამ მიმართულებით, გულწრფელად ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საერთაშირისო პარტნიორების დახმარების დიდი იმედი. ამ დახმარებას ისინი გვიწევენ როგორც ტექნიკურს, ასევე მატერიალურს, დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ სახმელეთო საზღვრის კომპონენტში ვაუმჯობესებთ დაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტს.
"მინდა სასაზღვრო კომპონენტზე გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორენბის დახმარებით ჩვენ შევქმენით ჯეიმოკი - არის ერთობლივი მართვის ცენტრი, რომელიც აქტიურად იღებს მონაწილეობს ნატოსთან საპარტნიორო პროგრამებში. უახლოეს პერიოდში ჩვენ დაგვემატება ორი ახალი აილენდის კლასის გემი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო სრულფასოვნად მივიღოთ შავ ზღვაზე უსაფრთხოების წვრთნებში მონაწილეობა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






