შინაგან სამეთა მინისტმა პარლამენტში 12 მაისს, ქალაქის ცენტრში მდებარე ორ ღამის კლუბში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, რადგან არც ერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების არ წამოდგენილა. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება. ახლა მოგახსენებთ, თუ რა უსწრებდა ამ ღონისძიებას წინ - ამ ღონისძიებას უსწრებდა დაახლოებით 3 თვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც ერთმნიშვნელოვნად, ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა კლუბებში მიმდინარეობდა სისტემური სახით.
ეს ნიშნავს ჩვეულებრივ მოვლენას, როდესაც ჩვენ საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე, პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტულ კლუბებში სისტემურად სხვადასხვა დროს და რამდენიმეჯერ ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშულებების გაყიდვას რაც პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს დაგეგმილი მოვლენაა. აქ შემიძლია გითხრათ, რომ საკონტროლო შესყიდვით გავქვს დაფიქსირებული სასამართლო განჩინებით 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე (მიმდებარე ტერიტორია არ ნიშნავს გვერდზე უბანს , ეს არის კლუბის წინ) ასევე კლუბის შიგნით. არც ერთ კლუბში, სადაც არ გვქონდა დადასტურებული შესყიდვაკ ლუბის შიგნით - ღონისძიება არ გაგვიხორციელებია. მაგალითად, ჩვენს გვაქვს გადაღებული შემთხვევა როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან ხვდება ორი ახალგაზრდა. ერთი გამოდის კლუბიდან. ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე, შემდეგ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს, რომ „ბოდიში არ მაქვს კონკრეტული თანხა“ (ხურდაზეა საუბარი), გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება - „არ არის პრობლემა, ხურდას დაგიბრუნებ“. შედის ყველანაირი დაცვის ავლით კლუბში, შემდეგ ამ კლუბიდან ბრუნდება , გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს ხურდას. ეს ერთი შემთხვევა. მეორე - რომელიც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე, ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის. როდესაც ერთერთ კლუბში გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი. ჩვეულებრივი ადმინისტრაციის წევრი. შესაბამისად ჩნდება კითხვა- იმ შემთხვევაში როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა. მე ვფიქრობ აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს, თუ ფორმაზე არსებობს რაიმე შეკითხვები, მზად ვართ გავცეთ კონკრეტული პასუხები, რამეთუ აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა, რომ მოვიქეცით სწორად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვით.“- თქვა შს მინისტრმა
მისი თქმით, კლუბში შესვლას ჰქონდა თავისი კრიტერიუმები.
"კლუბური ცხოვრება იწყება დაახლოებით 12 საათზე, კლუბში იყო ხალხის მინიმალური რაოდენობა მაქსიმალურად ფხიზელ მდგომარეობაში. იმ ხალხის ვისაც ამ ღონისძიებასთან კავშირი არ ჰქონდა დიდი ბოდიში მოვუხადეთ. თქვენ ვერ მანახებთ ვერც ერთ ადამიანს, რომელიც კლუბის შიგნით იმყოფებოდა და რომლის თავიდან ერთი თმის ღერი ჩამოუვარდა. ვერ მანახებთ ვერც ერთ დაზარალებულს, რომელმაც ამ ღონისძიების შემდეგ მიმართა ჯანდაცვის ორგანოს"- თქვა მინისტრმა.
მისივე თქმით, 12 მაისს ზუსტად კლუბური ცხოვრების დაწყებს წინ დაკავებული იყო 8 რეალიზატორი.
"ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს ხალხი დაგვეკავებინა კლუბების გარეთ. ეს ჩვენი მიზანი იყო, რამეთუ არ ჩაგვეტარებინა ჩხრეკა კლუბებში. აქ არაფერი გასაკვირი არ არის, როდესაც კონტრშეკითხვები მოდის, კლუბში თუ ვერავინ ვერ ვნახეთ და ა.შ. ეს იყო ჩვენილბრივი მიზანი და ყველაფერი გავაკეთეთ მისთვის და პოლიციელბმა იმისთვის, რომ ამ ხალხის დაკავება მომხდარიყო კლუბის გარეთ. ჩვენ გვქონდა განჩინება კლუბს ჩხრეკაზე და ადამიანების ჩხრეკაზ კლუბის შიგნით. ჩვენ შევედით იმ ინფორმაციის საფუძვლზე რომლიც გაგვაჩნდა ამ დაკავბების შემდეგ, ეს ერთი და და იმ მტკიცებულებბის საფუძველზე რომელიც დაგროვდა 3 თვის განმავლობაში"- განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






