პრეზიდენტის გამონათქვამმა უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო და რუსეთს მივეცით საბაბი, წარმოჩენილიყო მშვიდობისმყოფელად- გოცირიძე
პოლიტიკა - 15:33, 18 May, 2018     984
რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე გამოეხმაურა. გოცირიძის თქმით, პრეზიდენტის ნათქვამმა თავისი პირველი, უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო და მარგველაშვილის ინიციატივაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პასუხით ოკუპანტი მხარე მშვიდობისმყოფელად გამოჩნდა:

„პრეზიდენტის ამ თავისუფალმა გამონათქვამმა, ეს განცხადებაც არ იყო, თავისი პირველი, უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო და რუსეთს მივეცით იმის საბაბი, რომ ის წარმოჩენილიყო მშვიდობისმყოფელად, კონსტრუქციულ მხარედ, მოლაპარაკების მსურველად და თითქოსდა, ეს მოლაპარაკება შესაძლებელი ყოფილიყოს საქართველოსთან რაიმე რეალური შედეგის დადგომის გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ დღეს არავითარი შანსი არ არსებობს მოლაპარაკებით რაიმე ისეთი შედეგის მიღებისა, რომელიც იქნებოდა ქვეყნისთვის სასარგებლო ან ისეთი, რომელიც წაიყვანდა რუსეთს სერიოზული დათმობისკენ. ეს საუბარი ფაქტობრივად, ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს.“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი მარგველაშვილმა პუტინთან შეხვედრის შესახებ ინიციატივაზე ორი დღის წინ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42