საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგება, მან დეპუტატებს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშრებით მაგალითები მოუყვანა:
„პირველ რიგში მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში, გადავუხადო მადლობა, რამე თუ ჯერჯერობით ვერავინ, ვერც ერთი მაგალითი უფლებამოსილების გადამეტების ვერ წარმოადგინა. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, რა თქმა უნდა ჩვენ შესაბამისი რეგირება გვექნება.
ახლა ორიოდე სიტყვით რა უსწრებდა ამ ღონისძიება, ამ ღონისძიებას უსწრებდა დაახლოებით სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ერთმნიშვნელოვნად, ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა კლუბებში მიმდინარეობდა სისტემატიური სახით“, - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






