უბნის ინსპექტორს უბნის ოფიცერი შეცვლის - გახარია კრიმინალურ პოლიციაში პრობლემებზე საუბრობს და რეფორმებს იწყებს
პოლიტიკა - 15:26, 18 May, 2018     4820
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით წარდგება. იგი დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს. გახარიამ კრიმინალურ პოლიციაში არსებულ ვითარებასა და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა:

„კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია, მაგრამ რამდენიმე მარტივ მაგალითს მოგიტანთ, დღეს ამ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დეპარტამენტში უბრალოდ არ არსებობს სპეციალიზაცია, დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად თანამდებობრივი პოზიციები, როგორიც არის უბნის ინსპექტორი, ოპერთანამშრომელი, ანუ გამომძიებელი, თითქმის არის მხოლოდდამხოლოდ დასახელება და გამოიყენება მხოლოდ სახელფასო გრადაციისთვის. შინაარსობრივი სპეციალიზაცია ამ დასახელებების უკან არ არის, ამიტომ პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, დღეს ხდება კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციების მკაფიო გამიჯვნა. გამოიყოფა ცალკე საგამოძიებო კომპონენტი და უკვე დავიწყეთ საგამოცდო ტესტირებებით, საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს და რა თქმა უნდა უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ ამ მონაცემების შესახებ და გვექნება ცალკე ჩამოყალიბებული საგამოძიებო კომპონენტი, რაც ყველაზე მთავარია და რისი ყველაზე დიდი იმედიც გვაქვს, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული უბნის ინსპექტორი, რომელსაც უახლოეს პერიოდში უკვე ახალი სახელითა და ახალი მიმართულებით, განახლებული ფუნქციებით, ეს გახლავთ უბნის ოფიცერი, ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შექმნილი გავქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა მათთვის, თბილისის მასშტაბით ჩვენ ასეთი პოზიციის გვჭირდება 365 ადამიანი, 80 ადამიანის მომზადება უკვე დაწყებულია, 10 ივნისიდან გამოცხადდება ღია კონკურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ექნებათ საშუალება მიიღონ ამ პოზიციებზე ვაკანტურ ადგილზებზე მონაწილეობა, რამე თუ ჩვენ ვთვლით, რომ უბნის ინსპექტორი ეს არის ის ძირითადი კომპონენტი ასე ვთქვათ კრიმინალური პოლიციის, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას ანალიზზე დამყარებული საპოლიციო მომსახურება, საპოლიციო სერვისები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ძალზედ მოთხოვნადი პოზიციები, ამისთვის ქინება სპეციალური საპრომოციო აქციები ჩატარებული და ეს ყველაფერი დაიწყება 10 ივნისიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42