საბანკო სესხების გამკაცრება - ,,საშუალო და გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად დადებითი შედეგი ექნება"
პოლიტიკა - 14:18, 18 May, 2018     1012
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, სესხების შემოსავლების დადასტურების შედეგად გაცემა აბსოლუტურად ჯანსაღი პრინციპია და ეს აუცილებლად იქნება იმის საფუძველი, რომ საბანკო სისტემა და ზოგადად, ფინანსური ინსტიტუტები კიდევ უფრო გაჯანსაღდეს. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საბანკო რეგულაციებმა მოკლევადიან პერიოდში, შესაძლოა, გარკვეული გავლენა იქონიოს სააბნკო განვადებებზე , თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად დადებითი შედეგი ექნება.

„ეს არ არის რეგულაცია, ეს არის ის დროებითი წესი, რომელიც ამოქმედდა, რომელიც შემოსავლის შეფასების გარეშე სესხების გაცემის ლიმიტს გულისხმობს, კაპიტალის 25%-თან დაკავშირებით. მიდგომა არის ასეთი, რომ სესხის გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსესხებლის შემოსავლის შეფასება მოხდება. ეს არის აბსოლუტურად ჯანმრთელი პრინციპი. რაც შეეხება გავლენას, შესაძლებელია, ამას მოკლევადიან პერიოდში გარკვეული გავლენა ჰქონდეს. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად დადებითი შედეგი ექნება. პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა. სესხების გაცემა უნდა მოხდეს მსესხებლის შემოსავლების შეფასების და დადასტურების შემთხვევაში“- განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახენებთ, ეროვნული ბანკის რეგულაციები სესხის გაცემასთან დაკავშირებით ძალაში 7 მაისიდან შევიდა, რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკებს კლიენტის გადახდისუნარიანობის, მისი შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზის გარეშე, სესხის გაცემა აეკრძალათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42