“საქაერონავიგაციას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ტურიზმისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით” – დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 14:42, 18 May, 2018     491

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“-ში დღეს თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ შენობა და სასწავლო ცენტრს გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური ბიუროს რეგიონალური დირექტორი ლუის ფონსეკა დე ალმეიდა, ევროკონტროლის გენერალური დირექტორი ეამონ ბრენანი, ესპანური კომპანია კომპანია „INDRA“-ს გენერალური დირექტორი გონზალო გავინი და ასევე სამოქალაქო ავიაციისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„დღეს საქაერონავიგაციას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით. დღევანდელი სისტემა, რომელიც დაინერგა, უნიკალურია ამიერკავკასიაში გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს სამმხრივი დაცვის მექანიზმი. ტრანზიტზე საუბრისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის თავზე გადამფრენ ტრაფიკზე - მინდა დაგარწმუნოთ, რომ მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს ჩვენს ქვეყანას ამ გადაფრენებიდან“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი შენობისა და სასწავლო ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე საუბრისას.

საჰაერო მოძრაობის ახალი ცენტრის მშენებლობისა და მისი თანამედროვე სისტემით აღჭურვის საჭიროება დღის წესრიგში საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ნაკადების უპრეცედენტო ზრდის გამო დადგა. 2017 წელს, გასულ წელთან შედარებით, საჰაერო სივრცის დატვირთვა 13%-ით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია ევროკონტროლის წინასწარი პროგნოზით, მომავალ წლებშიც შენარჩუნდება. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოში ფრენის უსაფრთხოების დონეს და ხელს შეუწყობს საჰაერო მოძრაობის მართვის ინდუსტრიის განვითარებას.

მართვის ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, შპს „საქაერონავიგაციას“შესაძლებლობა ექნება, არსებული ორსექტორიანი სივრციდან სამსექტორიან სივრცეზე გადავიდეს, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას. ამოქმედდება ე.წ. upper sector-ს, სადაც ტრანზიტული ანუ შორეული მარშრუტების ავიახომალდები დაფრინავენ. გამტარუნარიანობის გასაზრდელად, INDRA-ს ახალი სისტემა, ასევე, საშუალებას მისცემს შპს „საქაერონავიგაციას“ თვითმფრინავებს შორის ინტერვალი 10 მილიდან 5 მილამდე შეამციროს, ხოლო აფრენა-დაფრენის ზონებში ინტერვალი 2.5-3 მილამდე დაიყვანოს.

თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ცენტრში დამონტაჟებულია ესპანური კომპანია “INDRA”-ს წარმოების ახალი თანამედროვე სისტემა, ხმოვან კავშირს კი იტალიური კომპანია S.I.T.T.I. S.p.A სისტემა უზრუნველყოფს. მსოფლიოში ლიდერი კომპანიების სისტემები ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესს ბევრად ეფექტიანს და კომფორტულს გახდის. INDRA-ს ახალ სისტემას ექნება ორმაგი დაცვა, რომლებიც პრობლემის შემთხვევაში წამებში ჩაირთვება და ეს პროცესი ავიამეთვალყურისთვის სრულიად შეუმჩნეველი პროცედურა იქნება. ამასთან. INDRA-ს ახალი სისტემას ექნება კიდევ მესამე დამატებითი დაცვა, სისტემისგან დამოუკიდებელი რეზერვი, რომელიც დამონტაჟებულია ქუთაისში და რომელიც უკვე სრულად გამორიცხავს სამუშაო პროცესის შეფერხებას.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა აშენებული და აღჭურვილი სასწავლო ცენტრიც - კერძოდ, INDRA-ს საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე 3D სიმულატორით, რომელზეც ავიამეთვალყურეები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

საჰაერო მოძრაობის მართვისა და სანავიგაციო სისტემების ინდუსტრიაში “INDRA” ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და ამ მიმართულებით მის პროდუქციას მსოფლიოს 150-მდე ქვეყანა იყენებს. “INDRA”- ს საავიაციო ინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება აქვს, დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მაღალ ტექნოლოგიურ სანავიგაციო სისტემებს ქმნის.

დიმიტრი ქუმსიშვილის იფორმაციით, ჯამურად მთელ სისტემაში 32 მილიონი ლარის ინვესტირება არის განხორციელებული. „ძალიან მნიშვნელოვანია ის სასწავლო ცენტრი, რომელიც დღეს ჩვენ გავხსენით. ეს არის 3D სიმულატორი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ერთის მხრივ, რომ ჩვენი ავიამეთვალყურეები გადავამზადოთ, რაშიც მნიშვნელოვან თანხებს ვხარჯავდით. გარდა ამისა, სამომავლოდ გავხადოთ ეს ცენტრი უკვე რეგიონალურ ცენტრად, სასწავლო ცენტრად და სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვიყვანოთ ავიამეთვალყურეები, რათა მათ მეტი და მეტი ცოდნა მივცეთ“, - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42