"რას შეენარცხებით, ესაა საფიქრალი! ეს აზვირთებული ტალღა ხალხის ცნობიერებაში თქვენ აამოძრავეთ"- დეკანოზ თამაზ ლომიძის მიმართვა
სოც.მედია - 13:51, 18 May, 2018     2636

მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე წელს, ეკლესიის მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას ეხმაურება და ხაზს უსვამს იმას, რომ მთავარი არა ოჯახის დღის დაწესება, არამედ ისაა, რომ ადამიანებს ადამიანური ცხოვრების, ოჯახის შექმნის და რჩენის საშუალება ქონდეთ. დეკანოზი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ამ დღის მთავარ გამოხატულებად სამშვილიანი ოჯახი იქცა, სასულიერო პირის თქმით, ამით იმ ადამიანების ოჯახები, რომლებსაც შვილი არ ჰყავთ, ან ობლები არიან, ან არ დაქორწინებულან, არასრულყოფილი, "ნაკლულების" მქონეებად წარმოჩინდნენ. დეკანოზს ამის მაგალითებიც მოჰყავს:

„იმ პირველი 17 მაისიდან 6 წლის თავზე მივედით იქამდე, რომ წელს, ეკლესიის მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას დაუფარავად შეუერთდნენ ფაშისტები, ულტრანაციონალისტები და სხვა ექსტრემალურად განწყობილი, აგრესიული ჯგუფები.

ფაშისტები უკვე გამოჩნდნენ ოჯახის სიწმინდის დღეზე! აქ მაინც უნდა ჩაირთოს ე.წ. ძლევამოსილი უმრავლესობისთვის განგაშის სიგნალი და კარგად ავწონ-დავწონოთ საით მივყავართ ამ ყველაფერს. იცოდეთ, ეს პროცესი არის აზვირთებული ტალღა, მას ჯერ ზევით მიყავხართ და ამიტომ გიხარიათ, მწვერვალზეც მოგვაქცევთ და ბოლოს მწარედ დაგანარცხებთ დაბლა. სად და რას შეენარცხებით, ესაა საფიქრალი! ეს აზვირთებული ტალღა ხალხის ცნობიერებაში თქვენ აამოძრავეთ და თქვენვე ხართ მოვალე, იფიქროთ, რით დამთავრდება ეს ყველაფერი.

ამ დღეებში ბევრმა გააზიარა ამ დღისთვის საგანგებოდ შექმნილი სტიკერი "მე მიყვარს ჩემი ოჯახი" , ზედ ოჯახია გამოსახული - მამა, დედა და სამი პატარა შვილი. ჩანს, სამი შვილი უნდა იყოს სანიმუშო ოჯახში, რადგან მესამე შვილი პატრიარქის ნათლული იქნება.

აი, მაგალითად, მე საქართველოში ვცხოვრობ, დედ-მამით ობოლი ვარ, მხოლოდ მოხუცი ბებია მზრდის და ამ სტიკერის დანახვა გულს მიკლავს და მწუხარებით მავსებს, მე ხომ არასოდეს მეყოლება მშობლები და და-ძმა. თქვენ მტკივნეულად დამანახეთ, რომ მე და ჩემი ორკაციანი ოჯახი განსხვავებული ვართ, ვიდრე თქვენ და თუნდაც ჩემი თანაკლასელების სანიმუშო ოჯახები. გიფიქრიათ ამაზე? ბრაზი, მწუხარება და შიში მიპყრობს, რატომ არა მყავს მშობლები და და-ძმა, მაშინ ხომ მეც შემეძლებოდა 17 მაისს ამაყად გამევლო რუსთაველზე!?

ჩემს მეზობლად უკვე ასაკში შესული წყვილი ცხოვრობს, გულით სურდათ და ძალიან უნდოდათ, მაგრამ არ ეყოლათ შვილი. დარწმუნებული ვარ, ამ სანიმუშო სტიკერის დანახვა მათაც ახსენებს საკუთარ დარდს და მწუხარება გულს უკლავთ.

ნათესავები მყავს, ორი და. სნეული მშობლების მოვლას შეალიეს ახალგაზრდობა და უკიდურესი გაჭირვების გამო, ვერცერთმა ვერ შექმნა ოჯახი. ახლა დებს ერთმანეთის მეტი აღარავინ ყავთ და ერთად ცხოვრობენ, ესაა მათი ოჯახიც. ალბათ მათაც მწუხარებით იგრძნეს ამ დღეებში თავიანთი "ნაკლულება".

ნუთუ მართლა, გგონიათ, რომ ასეთი იმპულსები ამგვარი ადამიანების სულში სასარგებლოდ წაადგება ქვეყანას და საზოგადოებას? საპირისპირო სქესთან ოჯახის შექმნა და გამრავლება ისეთივე ბუნებრივი სურვილი და ლტოლვაა ადამიანისთვის, როგორც სიცოცხლის და სიყვარულის სურვილი, შეუძლებელია ეს გაქრეს, ამას ვერავინ დაამარცხებს სანამ ადამიანი იარსებებს. ასე შექმნა ღმერთმა ადამიანი, ეს ბუნებრივია მისთვის და თქვენი ლოზუნგები სრულიად უსარგებლოა ამ საქმეში. თქვენ მხოლოდ მიეცით ადამიანებს ადამიანური ცხოვრების, ოჯახის შექმნის და რჩენის საშუალება და ეს მათი ბუნებრივი ინსტინქტი იმწამს იფეთქებს, აყვავდება და გაიშლება. არაა საჭირო ეს კომუნიზმის გადმონაშთები, ეს ლოზუნგები, ტრაფარეტები და სტიკერები. ნუ დაყოფთ საზოგადოებას. აცალეთ სიცოცხლე და თვითონ მიხედავენ საკუთარ ოჯახს!“- წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42