საქსტატი „მრავალინდიკატორულ კლასტერულ გამოკვლევას (MICS)“ ჩაატარებს
პოლიტიკა - 13:52, 18 May, 2018     1526

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლაილა ომარ გადმა (UNICEF) ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის შესაბამისად საქსტატი „მრავალინდიკატორულ კლასტერულ გამოკვლევას (MICS)“ ჩაატარებს.

მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ არის შემუშავებული. იგი წარმოადგენს შინამეურნეობების ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო გამოკვლევას მსოფლიოში. მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევების განხორციელება გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე 100-ზე მეტ ქვეყანაში 300-ზე მეტი გამოკვლევა ჩატარდა. ამჟამად მსოფლიოში მიმდინარეობს გამოკვლევის მე-6 გლობალური რაუნდისთვის მზადება. საქართველომ უკანასკნელად მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის მე-3 რაუნდში, 2005 წელს მიიღო მონაწილეობა.

მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის პროგრამა შემუშავდა იმ ძირითადი მონაცემების შეგროვების მიზნით, რომლებიც ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენება. გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება ისეთი სტატისტიკური ინდიკატორების მიღება, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნებს შეესაბამება და 2030 დღის წესრიგისთვის აქტუალურ საკითხებს ასახავს.

აღნიშნულ ინდიკატორებს მიეკუთვნება: ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მშობლების ჩართულობა ბავშვთა აღზრდაში, ბავშვთა კვება, საცხოვრებელი პირობები, სოციალური ტრანსფერები, მოსახლეობის ვიქტიმიზაცია, ცხოვრებით კმაყოფილება, ეკოლოგიურად სუფთა საწვავისა და ტექნოლოგიების გამოყენება, ინფორმირებულობა აივ-შიდსის შესახებ და ა.შ. გამოკვლევის ფარგლებში ასევე ჩატარდება წყლის ხარისხის ტესტირება.

გამოკვლევის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვეს გასტანს, ხოლო უშუალოდ გამოკვლევის ჩატარება შინამეურნეობებში მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი. მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის შედეგები ხელმისაწვდომი გახდება 2019 წლის გაზაფხულზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42