„რუსები აფინანსებენ მხოლოდ „პედარასტებს“, დაწერეთ პირდაპირ“ - რა კითხვებმა გააღიზიანა გია კორკოტაშვილი
პოლიტიკა - 12:50, 18 May, 2018     3653
რადიკალური მოძრაობის - „ქართული იდეა“ ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი არ აკონკრეტებს, რა კითხვები დაუსვეს სამართალდამცავებმა ხუთსაათიანი დაკითხვის დროს.

კორკოტაშვილი მედიასთან არც გუშინ გამოჩენილა - მან პოლიციის განყოფილება სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.

ზაზა სვანაძე, რომელიც გუშინ იმ დროს დააკავეს, როცა კორკოტაშვილთნ ინტერვიუს იწერდა, აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებს კორკოტაშვილთან კითხვები ფინანსური შემოსავლებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ.

„შემოსავლებზე ეკითხებოდნენ გია კორკოტაშვილს, საიდან თანხა ორგანიზაციის - ამ მიმართულებით ეკითხებოდნენ. აქციებთან დაკავშირებითაც ეკითხებოდნენ, აშკარად სახელმწიფო ნერვიულობს,“- განაცხადა გუშინ სვანაძემ.

„ნიუპოსტი“ გია კორკოტაშვილს დაუკავშირდა, თუმცა „ქართული იდეის“ წევრი ფინანსებთან დაკავშირებულმა კითხვამ გააღიზიანა და ტელეფონი რამდენჯერმე გათიშა.

„ფინანსებზე საუბარი არ იყო, ჭელიძესთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომელიც ნაცისტური ორგანიოზაციის წევრია. მოწმის სტატუსით დავიკითხე, პოლიციას აინტერესებდა, ვიცნობდი თუ არა ჭელიძეს“- განაცხადა „კორკოტამ“.

კითხვაზე, რა კავშირი აქვს „ქართულ იდეას“ და თავად კორკოტაშვილს „იბერიულ ერთობასა“ და გიორგი ჭელიძესთან, რესპოდენტმა თქვა, რომ ამ საკითხზე „ინტერვიუს არ მოგვცემს“ და ტელეფონი გათიშა.

„ნიუპოსტი“ გია კორკოტაშვილს ხელმეორედ დაუკავშირდა და ფინანსური შემოსავლებზე ჰკითხა:

„თქვენ რასაც მეკითხებით, იმიტომ მეკითხებით, რომ ჩემი პასუხის გჯერათ“ - გვითხრა „კორკოტამ“ და უარყოფითი პასუხის მოსმენის შემდეგ კი გაგვიბრაზდა:

„კითხვას მისვამ ფინანსურ შემოსავალთან დაკავშირებით, მე საერთოდ რა რა ფინანსები... რა ეტყობა „ქართულ იდეას“, ჯერ ერთი, მე „ქართული მარში“ არ ვარ... „ქართული მარშის“ ფინანსები ჰკითხეთ მოქმედი ვინც არის, იმათ...“- აღნიშნა კორკოტაშვილმა.

რაც შეეცხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რადიკალურ ორგანიზაციას რუსეთი აფინანსებს, გია კორკოტაშვილმა თქვა:

„რუსეთი არა, მთვარიდან მაფინანსებენ... რა რუსეთი ნორმალურები არიან? მასე ენას ძვალი არ აქვს და რასაც მინდა იმას ვიტყვი. რუსები აფინანსებენ მხოლოდ „პედარასტებს“, დაწერეთ პირდაპირ“- განაცხადა კორკოტაშვილმა „ნიუპოსტთან“ (რედაქცია ემიჯნება კორკოტაშვილის იდეოლოგიას და შეფასებებს).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42