„ჩემზე საქმეა აღძრული“ - „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა ესპანეთის რეისიდან მოხსნეს
პოლიტიკა - 12:08, 18 May, 2018     7788
მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც ესპანეთში, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა, რეისიდან მოხსნეს, - ამის შესახებ დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, როგორც გაარკვია, მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, თუმცა არ იცის, რა საკითხზე. საბოლოოდ, ქაცარავამ შეჯიბრებაზე გამგზავრება მაინც შეძლო.

„დღეს, დილით, 17 მაისს, 04.40 მივფრინავდი ესპანეთში, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საპასპორტო კონტროლი ვერ გავიარე, არ გამატარეს, მითხრეს რომ ძველი თბილისის პოლიცია არ გიშვებსო. ?????????

სამწუხაროდ, კონკრეტული მიზეზი ვერავინ დამისახელა თუ რატომ მოხდა ჩემი რეისიდან მოხსნა. სიმართლე გითხრათ, ეს მიზეზი ჩემთვის ჯერაც უცნობია.

რეისიდან ჩემი მოხსნის შემდეგ, რაც მერწმუნეთ ძალიან არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, გადავწყვიტე ძველი თბილისის პოლიციაში მისვლა.

ოპერატიულად მიპასუხა 112 და 126 მა, მაგრამ სიტუაცია ამით არ განიმუხტა.

აეროპორტიდან მივედი პირდაპირ ძველი თბილისის პოლიციაში, სადაც მხოლოდ მორიგესთან მომიწია კომუნიკაცია.

ჩემი მეგობრების საშუალებით მოვიპოვე პასუხისმგებელი პირების ნომრები და ერთ ერთი დილის 6 საათზე გავაღვიძე.

ავუხსენი საქმის ვითარება და როდესაც მან თავის მხრივ გაარკვია თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, აღმოჩნდა რომ ჩემზე საქმეა აღძრული. და თურმე მე ალბათ უნდა ვხვდებოდე რაზეც..

მე ამ წუთასაც ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს რაზეა აღძრული საქმე. მე წარმოდენა არ მაქვს, რომელი დილეტანტი გამომძიებელი იძიებს საქმეს. რატომ დილეტანტი??? იმიტომ რომ მან არ ჩამაყენა საქმის კურსში რომ ჩემზე საქმეა აღძრული, იმიტომ რომ მან უკანონოდ შემიზღუდა გადაადგილება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არავის აქვს უფლება შეუზღუდოს გადაადგილება ფიზიკურ პირს. მან თავისი არაპროფესიონალიზმით მომაყენა ფინანსური და მორალური ზარალი, მან შელახა ჩემი რეპუტაცია. მან ჩაიდინა კრიმინალი და ის პასუხს აგებს თავის საქციელზე!!!!მე საქმის კურსში ჩავაყენე გენ.ინსპექცია და ამ ვაი გამომძიებელს მოუწევს პასუხების გაცემა ძალიან მძაფრ კითხვებზე!!!როგორც კი დავბრუნდები შეჯიბრიდან, აუცილებლად მივმართავ სასამართლოს და იქ გავიცნობ ამ დილეტანტ გამომძიებელს, ან შეიძლება მანამდე ძველი თბილისის პოლიციაში.

როგორც პოლიციის წარმომადგენელი დამპირდა, ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ამიხსნიან რა ხდება ჩემს თავს. ჯერჯერობით კი მიშვებენ.

მე მაინც წავალ დღეს შეჯიბრზე, მადლობა ჩემს ემიგრანტ მეგობრებს დახმარებისთვის,ძვირადღირებულ ბილეთს მჩუქნიან და მომეცემა შესაძლებლობა შევუერთდე გუნდს! ძალა ერთობაშია!!!!“- წერს დავით ქაცარავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42