საქართველოს მოსახლოება დაახლოებით 3 721 000-ია - საქსტატის ინფორმაციით მოსახლეობამ იკლო
პოლიტიკა - 11:52, 18 May, 2018     2096

1994-2017 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაა დაახლოებით 3 721 000-ია - ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს, რომლის პრეზენტაციაც დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გამართა.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, კლება განიცადა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ. ამავე პერიოდში საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელი 53.8-დან 58.3 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის კლება ძირითადად დაკავშირებულია ემიგრაციასთან.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო 2000 წლამდე. პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით.

თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში (გარდა 2004-2005 წლებისა) საქალაქო დასახლებებში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითია, ხოლო სასოფლო დასახლებებში 1997-2013 წლებში გარდაცლილთა რაოდენობა ჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას, რაც შესაძლებელია აიხსნას მოსახლეობის დაბერებით. 2014 წელს, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა სასოფლო დასახლებებში 16.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო საქალაქოში - 12.3 პროცენტი.

გარე მიგრაციული სალდო მთელი პერიოდის განმავლობაში უარყოფითია. 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლეობით 1,260.7 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

მოსახლეობის რიცხოვნობის კლებასთან ერთად, 1994-2018 წლებში შეიცვალა მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც. 1994 წლიდან შემცირდა 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული წილი მთელს მოსახლეობაში და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 20.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 10.5 პროცენტიდან 14.6 პროცენტამდე გაიზარდა იმავე პერიოდში. 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის კლება დაკავშირებულია 1990-იანი წლებიდან შობადობის დონის კლებით და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციით.

1990-იანი წლების დასაწყისისთვის ერთი ქალის მიერ ცოცხლად გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობა (შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი) 1.5-ს არ აღემატებოდა. ამასთან, 2007 წლიდან შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი არსებითად გაუმჯობესდა.

1994 წელს, სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ დაბადებისას ქალებისათვის 74.1 წელი, ხოლო მამაკაცებისათვის - 66.0 წელი შეადგინა. 2017 წლისათვის, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 3.7 წლით, ხოლო მამაკაცების 3.2 წლით გაიზარდა. 2017 წელს განსახვავებამ ქალების და მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის 8.6 წელი შეადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42