გამოფენის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა, მხატვრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
„მინდა გითხრათ, რომ თემა არის ტკივილის და მოლოდინის თემა. „გზა“ როგორც თემა მოტანილია მხატვრების მიერ თავის ნამუშევრებში და ეს გზა არის მეგობრობისკენ, დავიწყებული ურთიერთობებისკენ, ამ გზის მოლოდინში ვართ ყველა. ამ გზის მოლდინში არიან სოხუმშიც“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
პროექტი აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






