"ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში დიმიტრი ლორთქიფანიძესა და "ენმ"-ს წევრს, კოტე იოსელიანს შორის დაპირისპირება მოხდა. ლორთქიფანიძემ "ნაციონალური მოძრაობა" ნარკომაფიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. საპასუხოდ კი კოტე იოსელიანმა განაცხადა, რომ ნარკოტიკი სწორედ არსებული ხელისუფლების მიერ გაკონტროლებული საზღვრებიდან შემოდის:
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ამათი მეგობრები პარტიიდან მხარს უჭერენ ერთსქესიანთა ქორქინებას, მათ სამოქალაქო პარტნიორულ ურთიერთობებს, მხარს უჭერენ გადაგვარებას და ღირებულებების მსხვრევას ახალგაზრდებში. ისინი მხარს უჭერენ ნარკომაფიას, რომლებმაც გამართეს ის 12 მაისის სამარცხვინო აქცია...“
კოტე იოსელიანი: „უკაცრავად, საიდან შემოდის სინთეტიკური ნარკოტიკი? შსს-ს კონტროლირებადი საზღვრებიდან ხომ არა? ამ საზღვარს კვეთავს ჩატაევი, ამ საზღვარე იტაცებენ მუხთარლის... ახლა დგახართ და მორალს გვიკითხავთ, როგორ არ გრცხვენიათ“
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „როდესაც თქვენმა ნეოლიბერალურმა სისტემამ, დინგში მიიღეთ ქართული საზოგადოებისგან. რუსთაველზე გამოვედით და საზეიმო მსვლელობა მოვაწყეთ, აი ამას არ გვპატიობთ“
კოტე იოსელიანი: „ფეხებს ვერავის ვერ მოჭამთ... „დინგში მიიღეთ“- ასე ესაუბრეთ თქვენს თანამიაზრეებს და სარკეში რომ ჩაიხედავტ მაშინ გაიმეორეთ ეგ სიტყვები.“
მასალის გამოყენების პირობები






