"შემოგვიერთდებიან სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიებიდან"- აქციის მასშტაბი შესაძლოა გაიზარდოს?
პოლიტიკა - 19:04, 17 May, 2018     1125

პარლამენტის წინ შეკრებილ პირებს სასულიერო პირმა მამა ანდრია ორმოცაძემ მიმართა და თანამოაზრეებს პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა.

„აქ იმისთვის ვიმყოფებით რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, ჩვენ არ ვიწვევთ არავის, არ ვუვარდებით არავის ოფისებში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით სადაა მათი ოფისები. ჩვენ გამოვდივართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სადაც ვაფიქსირებთ ჩვენ მართებულ პოზიციას ,, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არაერთი პიროვნების დაკავება მოხდა ჩვენს თვალწინ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოების თითოეულ ნაწილს ჯანსაღი აზრი უნდა გააჩნდეს, მოვიდეს, დადგეს თავისი ქვეყნის სადარაჯოზე. შევინარჩუნოთ მშვიდობა და არ წამოვეგოთ პროვოკაციას. ქრისტიანობა სიყვარულია მაგრამ ამ სიყვარულში არ მოისაზრება უსამართლობა. მსურს განუგეშოთ, რომ ჩვენ აქციას შემოუერთდებიან სასულიერო პირები, საზოგადოების ჯანსაღი წევრები და გთხოვთ ნუ მოგცემთ თქვენი გული იმის საშუალებას, რომ ამ კადრებს ტელეეკრანებიდან უყუროთ.“- განაცხადა ანდრია ოროცაძემ.


"ნიუპოსტის" კითხვაზე შეთანხმებული იყო თუ არა მისი პოზიცია საპატრიარქოსთან და საქმის კურსშია თუ არა საპატრიარქო, რომ აქციას შესაძლოა სასულიერო პირები შემოუერთდნენ, ანდრია ორმოცაძემ განაცხადა, რომ საპატრიაქოს გაფრთხილების საშუალება არ მიეცა, რადგან ის დღევანდელი მსვლელობიდან პირდაპირ აქციას შემოუერთდა, რადგან გაიგო, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება ხდებოდა.

"შემოგვიერთდებიან ის სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიებიდან, რომლებთანაც კომუნიკაცია შევძელი, რომ მათ თავიანთი ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირონ. მსურს რომ ჩვენი როლი სწორად იყოს აღქმული, ბუნებრივია, ჩვენ ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით. ჩემი როლი აქ არის ის რომ საზოგადოება არ წამოეგოს პროვოკაციაზე და ფიზიკური დაპირისპირება არ იყოს. ჩემი როლი მინდა იყოს ის, რომ მშვიდობიანობა უზრუნველვყო აქ"- განაცხადა საულიერო პირმა













მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42