კანცელარიის მიმდებარედ სასულიერო პირმა ლგბტ აქციის კონტრაქციის წევრების დაკავება გააპროტესტა. მან პოლიციას მოუწოდა, რომ არ მოახდინონ აქციის მონაწილეების დაკავება , რადგან დღეს რუსთაველის ქუჩა „მართლმადიდებლებს ეკუთვნით“
„ვინც გამოვა და ხელს შეუშლის მართლმადიდებლებს, არატრადიციული მიმდევარი იქნება თუ რისი მიმდევარი იქნება და ხელს შეუშლის მართლმადიდებლებს ყველა დაიჭირეთ, დანარჩენებს თავი დაანებეთ. ვისაც დაიჭერთ ეკლესიაც გამოვა თქვენს წინააღმდეგ. ეს ქუჩა ეკუთვნის ეკლესიას 12 საათამდე. ჩვენ გზას ხომ არ ვკეტავთ? თქვენ ხელმძღვანელობას გადაეცით ვერავინ ვერ ჩაატარებს ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე აქ . ეს არის მართლმადიდებლების ზეიმი. 12 საათის შემდეგ რაც უნდათ ის უქნიათ.“- განაცხადა დეკანოზმა ელიზბარ ოდიშვილმა.
დეკანოზ ელიზბარის თქმით უნდა დაისაჯონ ის არასამთავრობოები, რომლებიც ლგბტ ადამიანებს იყენებენ აქციის მოწყობაში და მათი მეშვეობით ეკლესიას უპირისპიდებიან
„ის არასამთავრობოები, რომლებიც იყენებენ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ეკლესიის წინააღმდეგ პროვოკაციისთვის, უნდა დაისაჯონ.“- განაცხადა დეკანოზმა.
მასალის გამოყენების პირობები






