„ჩვენ ორგანიზაციულად პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით, ჩვენივე ორგანიზებულ ღონისძიებაზე ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე რაც ჩვენ მივიღეთ. შესაბამისად ჩვენ არ გვქონდა არჩევანი და ამის გამო გავაუქმეთ ღონისძიება. ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერზე გაბრაზდნენ, მიდიან დღეს კანცელარიასთან, მეც რომ შევამჩნიე, რომ ეს ადამიანები მიდიან, მეც გადავწყვიტე, ინდივიდუალურად, მხოლოდ ჩემივე სიცოცხლეზე პასუხისმგებელი მივიდე ამ აქციაზე.“- განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
თაბაგარის თქმით, 17 მაისი გარკვეულმა ძალებმა ეროვნული გახლეჩის დღედ აქციეს:
„17 მაისი ქართულ კონტექსტში უკვე გახდა ეროვნული გახლეჩის დღე , როცა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ ადამიანები, რომლებიც ამ ძალიან პატარა ქვეყანაში თანაარსებობენ. რეალურად კი 17 მაისი არის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე.“- განაცხადა თაბაგარმა რუსთავი2-თან.
მასალის გამოყენების პირობები






