"განახლებადი ენერგიების ადგილობრივი რესურსების ათვისება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია" - რომეო მიქაუტაძე
პოლიტიკა - 14:46, 17 May, 2018     686
“განახლებადი ენერგიები და მათი ათვისება უპირველესია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის. ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება რჩება ქვეყნის პრიორიტეტად, რომელიც, თავისი მხრივ, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაცაა,“ - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოში“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), აგრეთვე „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ და ბრიტანულ კომპანიას „ECO“ განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

კონფერენციაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქართველოს სუფთა ენერგიის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკა და სტრატეგია, ასევე განახლებადი ენერგიის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის.

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებისას, საქართველომ აიღო ვალდებულება, ეროვნულ საკანონმდებლო-მარეგულირებელ ბაზაში ასახოს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ნორმები და მოთხოვნები (acquis communautaire) და შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტები. ამ ვალდებულებთა შორისაა განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის (გეესგ) შემუშავება და განხორციელება.

განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა, შესაბამისი სამიზნე მაჩვენებლები და მათი მიღწევის ტრაექტორიები მომზადდა ევროკავშირის განახლებადი ენერგიების შესახებ დირექტივის (2009/28/EC) და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მიერ მომზადებული მეთოდოლოგიის მიხედვით. გეესგ-ზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს დარგობრივი სამინისტროების, ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო კომპანიების, აკადემიური და არასამთავრობო ინსტიტუციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42