ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - დღეს, ფაშისტური და აგრესიული ჯგუფების მუქარის გამო ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა დაანონსებული აქცია გააუქმეს.
მიუხედავად ამისა, მოქალაქეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთაბ ჰომოფობიასა და ტრანსფობიას მაინც გააპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ მუქარის მიუხედავად, მათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება უნდა მიეცეთ და ამაზე სამართალდამცველებმა უნდა იზრუნონ.
აქციაზე „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებიც მივლენ, თუმცა არა როგორც აქციის ორგანიზატორები, არამედ, როგორც რიგითი მოქალაქეები.
„დღეს 07:00 საათზე ვაპირებ, რომ მივიდე, როგორც ნინო ბოლქვაძე ამ სახელმწიფოს თავისუფალი, სრულუფლებიანი, სხვებთან თანასწორი მოქალაქე და გავაპროტესტო საქართველოში ფაშიზმის მიმდინარეობა, რომელიც თვალნათელი გახდა წელს,“- განაცხადა ”თანასწორობა 17”-ის ხელმძღვანელმა, ნინო ბოლქვაძემ.
აქციაზე მისვლას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ნინია კაკაბაძეც აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






