სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ვიქტორია იფტოდისს შეხვდა
პოლიტიკა - 11:18, 17 May, 2018     403
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი მოლდოვას რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ვიქტორია იფტოდისს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობების გაძლიერება ევროპულ სახელმწიფოებთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებულ სახელმწიფოებთან ახლო კომუნიკაცია და საერთო, პერსპექტიული გეგმების დასახვა. ამ პროცესში, ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უაღრესად მნიშვნელოვანია ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“.- განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრმა შეხვედრაზე მოლდოვას იუსტიციის მინისტრსს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომელიც მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და სისტემაში დანერგილ სხვადასხვა ინოვაციებს ეხება.

მოლდოვას იუსტიციის მინისტრი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ საქართველოს გამოცდილება ამ კუთხით, უმნიშვნელოვანესია.

„დღევანდელი შეხვედრა იძლევა ახალ იმპულსს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის. მივიღეთ გადაწვეტიელება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა დავსახოთ სამომავლო გეგმები. რადგან ჩვენ გვაინტერესებს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები, რომელიც საქართველოში წარმატებით განხორციელდა. მოლდოვაში ამჟამად რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს და საქართველოს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება“- განაცხადა მოლდოვას იუსტიციის მინისტრმა.

მხარეები სამომავლოდ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ და აღნიშნეს, რომ ეს ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობას.

მოლდოვას იუსტიციის მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42