IDAHOTB - აღინიშნება თუ არა 17 მაისი, "თანასწორობის მოძრაობაში“ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა
პოლიტიკა - 21:27, 16 May, 2018     1108
ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის საკითხი კვლავ გაურკვეველია, აქტივისტებმა, რომლებიც IDAHOTB-ს აღნიშვნასთან დაკავშირებით „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში 11 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძის თქმით, მწვავე დისკუსიის მიუხედავად ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისივე თქმით, ხვალ დილით გაკეთდება განცხადება, რის შემდეგაც გაირკვევა შეიკრიბებიან თუ არა ლგბტ თემის მხარდამჭერ აქციაზე, შეხვედრის დღევანდელი მონაწილეები.

აღნიშნულ საკითხზე აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი თვლის, რომ ხვალინდელი აქციის უსაფრთხოება შესაძლოა არ იყოს დაცული და ე.წ მარშელების და ნეონაცისტური ორგანიზაციების მიერ თავდასხმა განხორციელდეს. ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მიუხედავად შესაძლო საფრთხისა, აქცია მაინც უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, 17 მაისს თბილისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, საქართველოში უკვე მეშვიდედ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამასთანავე საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს და რუსთაველზე მსვლელობის მოწყობას აპირებს.

IDAHOTB-ს აღნიშვნას 2012-2013 წლებში დაპირისპირება მოჰყვა, ადამიანის უფლებების დაცვისთვის გამოსულ მოქალაქეებს, "ქართული ტრადიციების დაცვის მოტივით" მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელთა რიგებში სასულიერო პირებიც იყვნენ. ადგილი ქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. IDAHOTB-ს აღნიშვნისთვის გამოსული აქტივისტები ტერიტორიიდან პოლიციამ სპეციალური ტრანსპორტით გაიყვანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42