კონფერენცია თემაზე „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები“ გაიმართა
პოლიტიკა - 20:12, 16 May, 2018     1123

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს ორგანიზებით კონფერენცია „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები“გაიმართა .

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მოხსენება მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს წარმომადგენელმა, ეკონომიკის დოქტორმა თემურ გოგოხიამ წარადგინა.

შეხვედრაზე განიხილეს, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ,ოკუპირებული აფხაზეთში 2012-2017 წწ. არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ძირითად მაჩვენებლებზე და მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე .

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის დოქტორები - ექსპერტები: მიხეილ ჯიბუტი, პაატა კაკაბაძე, იოსებ არჩვაძე, ვეფხვია გიორგაძე, ვახტაგ ჭარაია , იური პაპასქუა, დავით ჯალაღონია, გიორგი ბერულავა, ავთანდილ ხაზალია და დანიელ გახარია,

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დავით გვაძაბია, ჯემალ გამახარია, მურმან კვარაცხელია , მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ ხუფენია. კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდენენ მომავალშიც გაარძელონ ერთობლივი მუშაობა ამ პრობლემატიკის ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42