თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ 17 მაისს უსაფრთხოება დაცული იყოს:
„ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ყველას თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს. ამისთვის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია. ის, რომ ადამიანებს გარკვეულ დაჯგუფებებს თავიანთი შეხედულებები აქვთ ეს ნორმალური პროცესია. ესაა დემოკრატია, ვერავის უფლებები ვერ შეიზღუდება.“ – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, 17 მაისს თბილისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, საქართველოში უკვე მეშვიდედ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამასთანავე საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს და რუსთაველზე მსვლელობის მოწყობას აპირებს.
IDAHOTB-ს აღნიშვნას 2012-2013 წლებში დაპირისპირება მოჰყვა, ადამიანის უფლებების დაცვისთვის გამოსულ მოქალაქეებს, "ქართული ტრადიციების დაცვის მოტივით" მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელთა რიგებში სასულიერო პირებიც იყვნენ. ადგილი ქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. IDAHOTB-ს აღნიშვნისთვის გამოსული აქტივისტები ტერიტორიიდან პოლიციამ სპეციალური ტრანსპორტით გაიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები






