"საკრედიტო - საგარანტიო რეფორმის კიდევ ერთი პრიორიტეტი ქალების ბიზნესაქტივობის მხარდაჭერა იქნება" - დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 18:15, 16 May, 2018     828
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს მეწარმე ქალებს შეხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ქალბატონებმა. აღსანიშნავია, რომ ფედერაციამ განახლებულ ფორმატში პირველი შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა. შეხვედრას 60-ზე მეტი ბიზნეს ქალბატონი დაესწრო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალის როლს და მნიშვნელობას ეკონომიკაში, მისი გავლენის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სხვ. გაიმართა საკმაოდ აქტიური დისკუსია იმ მხრივ, თუ რა კეთდება საქართველოს ეკონომიკაში, რა ძირითადი გამოწვევები არსებობს და როგორ შეიძლება, ქალებისთვის ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფედერაციის წევრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, ააგრეთვე მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები და მისი შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის ცალკეული სექტორების, მათ შორის, ტურიზმის განვითარებაზე, ასევე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა ქალბატონების მხრიდან. მათ შორის - ერთ-ერთია ფინანსებზე წვდომა იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ამ მიმართულებით ის რეფორმა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ - საკრედიტო-საგარანტიო ფონდის რეფორმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ის შეიძლება იყოს მხარდამჭერი, რადგან სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ბანკებში შეიქმნას სპეციალური პორტფელები ქალბატონებისთვის გასაცემი სესხებისთვის, ისევე როგორც ახალგაზრდებისთვის, რომელიც შემდგომში იქნება თანაუზრუნველყოფილი თუ დაზღვეული სწორედ ამ ფონდის მიერ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ, რომელმაც ფედერაციის წევრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

შეხვედრა წარმატებულად შეაფასეს ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრებმაც. „ეს იყო ძალიან წარმატებული საკომუნიკაციო პლატფორმა“, - ასე შეაფასეს მათ შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ზოგადად სამინისტროსთან მომავალში სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42