17 მაისს თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეხმაურება. ნათია მეზვრიშვილის თქმით, სამართალდამცევები აქციებზე მყოფი ყველა პირის უფლებებს დაიცავენ:
„აუცილებლად იქ სადაც გაიმართება ღონისძიება და აქციის მონაწილეები სადაც შეიკრიბებიან, მაქსიმალურად პოლიციის მხრიდან მათი დაცულობა იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ ამაზე შევხვდით და მოლაპარაკებები გავმართეთ. “- განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, 17 მაისს თბილისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, საქართველოში უკვე მეშვიდედ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამასთანავე საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს და რუსთაველზე მსვლელობის მოწყობას აპირებს.
IDAHOTB-ს აღნიშვნას 2012-2013 წლებში დაპირისპირება მოჰყვა, ადამიანის უფლებების დაცვისთვის გამოსულ მოქალაქეებს, "ქართული ტრადიციების დაცვის მოტივით" მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელთა რიგებში სასულიერო პირებიც იყვნენ. ადგილი ქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. IDAHOTB-ს აღნიშვნისთვის გამოსული აქტივისტები ტერიტორიიდან პოლიციამ სპეციალური ტრანსპორტით გაიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები






