"როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, სამშობლოს მოღალატედ მაცხადებდნენ და ლამის დასახვრეტად მიმეტებდნენ“- ბურჯანაძე პრეზიდენტის განცხადებაზე
პოლიტიკა - 16:35, 16 May, 2018     20185

„პირველი რიგში, მიხარია, რომ პოლიტიკოსები როგორმე მიდიან იმ აზრამდე, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, უპირველეს ყოვლისა რუსეთთან დიალოგი არის საჭირო და აუცილებელი. როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, სამშობლოს მოღალატედ მაცხადებდნენ და ლამის დასახვრეტად მიმეტებდნენ. დღეს იგივეს ამბობს საქართველოს პრეზიდენტი" - ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე.

ნინო ბურჯანაძე გიორგი მარგველაშვილს იმ ფაქტს ახსენებს, როდესაც მისი პრეზიდენტდ არჩევიდან ძალიან მალე, როდესაც ვლადიმერ პუტინმა მასთან შეხვედრის და დიალოგის მზაობა განაცხადა, როგორი სამარცხვინო პასუხი გასცა მარგველაშვილმა - ჯერ დავეკითხები ჩემს დასავლელ პარტნიორებსო და თუ უფლებას მომცემენ მერე შევხდები ვლადიმერ პუტინსო. ეს იყო სამარცხვინო საქციელი სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტის მხრიდან“.

ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ მარგველაშვილის ამ შეთავაზებას არ მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი, რადაგან როგორც ამბობს მისთვის უკვე საინტერესო არ არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩა ვადის ამოწურვამდე.

„ახლა ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის მარგველაშვილის მზადყოფნა?! როდესაც მისი ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც თვეებია დარჩენილი, რატომ უნდა შეხვდეს მას რუსეთის პრეზიდენტი?! გიორგი მარგველაშვილმა, მინიმუმ 4 წლით დააგვიანა და დღეს ის სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში იყენებს თავსაც და ქვეყანასაც.

ამის გარდა, მარგველაშვილი ამბობს, რომ შეხვედრას და დიალოგს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ აქვს აზრი. ესეც არარაციონალური და სულელური განაცხადია, რადგან დიალოგი სწორედ იმისთვის არის საჭირო რომ ტერიოტორიული მთლიანობა აღდგეს და რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან გავიდეს. ამას არავინ გააკეთებს, სანამ დიალოგი არ შედგება.

მე დარწმუნებული ვარ რომ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას არანაირი რეალური შედეგი არ მოყვება, გიორგი მარგველაშვილს მინიმუმ 4 წლით დააგვიანდა“. - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42