ძიუდოს ფედერაციაში დარღვევები შესაბამისმა კომისიამ ამ ეტაპზე ვერ აღმოაჩინა
პოლიტიკა - 15:55, 16 May, 2018     456

ძიუდოს საკითხების შესასწავლად შექმნილმა კომისიამ , რომლის შემადგენობაშიც კულტურისა და სპორტის უწყების, პარლამენტის და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები შედიან ძიუდოს ფედერაციაში დარღვევები ამ ეტაპზე ვერ აღმოაჩინა.

გუშინდელ შეხვედრაზე კომისიის შეკითხვებს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა უპასუხა.

მინისტრის შეფასებით, ფედერაციის პრეზიდენტისგან წარმოდგენილი არგუმენტები საკმაოდ მყარი იყო. შემდეგი რაუნდი უკვე სპორტსმენებთან იგეგმება.

„დღეს ჩვენ დარღვევის ვერანაირ ნიშნებზე ვერ ვისაუბრებთ, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ არგუმენტირებულად და დასაბუთებულად ჟღერდა ყველა ის პასუხი, რომელზეც ფედერაცია საუბრობდა.“- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სპორტსმენების შეკითხვებზე პასუხის გაცემისთვის მზადყოფნას აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი:

“ფაქტია, რომ ზოგადად პრობლემა არსებობს, თვითონ ეს რაც მოხდა- დაძაბულობა. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს კომისიაც თავის როლს შეასრულებს. ბიჭებთან მიმართებაში მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მზად ვარ , მათთან ერთად დავჯდე და გავიარო ნებისმიერი საკითხი.“- განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

შეგახსნებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრთა უმრავლესობა, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, მათი თქმით, ქართულ ძიუდოში შექმნილი სავალალო ვითარება სწორედ დავით ქევხიშვილის არასათანადო მუშაობის შედეგია, მათი თქმით არასათანადოდ იხარჯება სპორტის ამ სახეობისთვის გამოყოფილი თანხებიც. პროტესტის ნიშნად ძიუდოისტები ტურნირებში არ მონაწილეობენ და არც ვარჯიშობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42