ჩატარდება თუ არა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია ხვალ - შსს-ში დახურული შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 13:46, 16 May, 2018     783
მიუხედავად იმისა, რომ აქციის ჩატარება უკვე დაანონსებულია, "თანასწორობის მოძრაობაში" ჯერჯერობით ისევ მსჯელობენ, რა ფორმით უნდა აღინიშნოს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. "თანასწორობის მოძრაობაში" შეკრებული აქციის ორგანიზატორები ოფისში სამუშაო შეხვედრას მართავენ და გადაწყვეტილების მიღებაზე მსჯელობენ. უცნობია, რა შედეგებით დასრულდა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრა, რომელიც აქციის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა.

"თანასწორობის მოძრაობის" წევრის, გიორგი თაბაგარის თქმით, 17 მაისი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი დღეა:

"ჩვენ ვიცით რა პროცესებსაც აქვს ქვეყანაში ადგილი. 17 მაისი ეს არის დღე, რომელიც მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. გუშინ გვქონდა შეხვედრა შსს-სთან და შესაბამისად ახლა გვაქვს უბრალოდ სამუშაო პროცესი, სადაც ვმსჯელობთ იმაზე რას და როგორ ვაკეთებთ ხვალ. ამ დეტალებზე მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას."- განაცხადა თაბაგარმა.

გიორგი თაბაგარი არ აკონკრეტებს, შეიცვალა თუ არა აქციასთან დაკავშირებული გეგმები, გუშინ შსს-ში გაამართული შეხვედრის შემდეგ

"უბრალოდ ვმსჯელობთ, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, ამაზე მოგვიანებით განვაცხადებთ." - განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. IDAHOTB-ს აღნიშვნას 2012-2013 წლებში დაპირისპირება მოჰყვა, ადამიანის უფლებების დაცვისთვის გამოსულ მოქალაქეებს, "ქართული ტრადიციების დაცვის მოტივით" მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელთა რიგებში სასულიერო პირებიც იყვნენ. ადგილი ქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. IDAHOTB-ს აღნიშვნისთვის გამოსული აქტივისტები ტერიტორიიდან პოლიციამ სპეციალური ტრანსპორტით გაიყვანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42