„მიზანმიმართულად, დესტრუქციულად მოქმედებენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“ - მიქაელ ბოტკოველი რუსეთის საპატრიარქოს საქართველოში წარმომადგენლობაზე
პოლიტიკა - 12:52, 16 May, 2018     1340

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე ორი დღის წინ იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, ქართულ ეკლესიასთან შეთანხმებულია, რომ მოსკოვის დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს. აუცილებელობის შემთხვევაში, მას დაევალება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წარმოადგინოს.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, მსგავსი პრაქტიკა ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის ათწლეულების მანძილზე ასრულებს და ამაში ახალი არაფერია:

„ჩვეულებრივ, ისე, როგორც ყოველთვის, მათ ჰყავდათ საქართველოში რუსულენოვანი მრევლისთვის სასულიერო პირი გამოგზავნილი, ისე, როგორც ჩვენ გვყავს იქ ჩვენი წარმომადგენელი. ეს ეკლესიებს შორის შეთანხმებაა წლების განმავლობაში, ახალი ამბავი არ არის, ათწლეულებია ასეა, მათაც ჰყავთ ყოველთვის აქ წარმომადგენელი და ჩვენც გვყავს იქ წარმომადგენელი.

თუ სასულიერო პირის ჩამოსვლა აქ რუსული ეკლესიის გავლენებს გააძლიერებს, ჩვენსას რატომ არ გააძლიერებს იქ? ჩვენც ხომ გავაგზავნეთ მღვდელმსახური? თუ ისინი გაძლიერდებიან, ჩვენ რატომ დავსუსტდებით? ის იქნება იმ კონკრეტულ ტაძარში, რომელიც დააკმაყოფილებს რუსულენოვანი მრევლის მოთხოვნილებებს, სხვა არაფერი განსაკუთრებული ფუნქციები არ ექნება“, - აღნიშნავს სასულიერო პირი.

მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საპატრიარქოში მსჯელობა არ ყოფილა:

„რატომ უნდა ყოფილიყო საქართველოს საპატრიარქოში ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, როდესაც ყოველთვის იყო ასეთი პრაქტიკა ეკლესიებს შორის, არასდროს ეს საკითხი ასეთი სიმწვავით არ დასმულა. მე ვიცი თქვენი ეს გამოძახილი საიდან მოდის, თეოლოგების ნაწილმა სკეპტიკურად შეაფასა ეს ფაქტი, ან არის ინფორმაციის ნაკლებობა, ან მიზანმიმართულად, დესტრუქციულად მოქმედებენ ისინი, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. იყო ეს პრაქტიკა, დღეს ხომ არ დაიწყო? რატომ გახდა დღეს სასულიერო პისი გამოგზავნა ასეთი აქტუალური, წარმოდგენა არ მაქვს“, - აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42