სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი აშშ-ის მოსამართლეთა და ადვოკატთა ჯგუფს შეხვდა
პოლიტიკა - 12:40, 16 May, 2018     627

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი,საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებს და ადვოკატებს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი როლი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

“აშშ-ი საქართველოს, მტკიცე მხარდამჭერი და სანდო მეგობარია. ორი ქვეყნის თანამშრომლობა ყოველწლიურად ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაყრდნობით კიდევ უფრო მეტად ვითარდება. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში“.- განაცხადა კახა კახიშვილმა

მინისტრმა შეხვედრაზე ამერიკელი მოსამართლეებისა და ადვოკატთა ჯგუფს ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვის მიმართულებით.

კახა კახიშვილი სტუმრებს, პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით განვითარებულ პროგრესზეც ესაუბრა. მინიტრმა ყურადღება გაამახვილა - C ჰეპატიტის ელიმინაციის, ტუბერკულოზისა და სუიციდის პრევენციის წარმატებით განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებზე. ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის დასახელდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დელეგაციის წევრების მიერ დასმულ კითხვებს მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენელებმა ამომწურავი პასუხი გასცეს.

„დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ჩვენ აშშ-ს მინესოტას შტატიდან ვართ და ძალიან მოგვწონს ფაქტი, რომ საქართველო ესეთი პროგრესულია. ვხედავ თუ რამდენი რამ შეცვალეთ და გააკეთეთ, რაც ძალიან შთამბეჭდავია. საქართველო სწრაფად მიიწევს წინ და ეს მისასალმებელია“ -აღნიშნა მინესოტას შტატის მოსამართლე იულიამ კოხმა

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ადვოკატთა და მოსამართლეთა ჯგუფმა N16 დაბალი რისკის დაწესებულებაც მოინახულა.

აშშ-ის ადვოკატთა და მოსამართლეთა ჯგუფი საქართველოს, ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით, სამართლის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ეწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42