„ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ხალხს სურს დიალოგი მოსკოვთან. რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩემი აზრით, არის სწორი. ჩვენ ვამბობთ: ჩვენ გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს. რას ნიშნავს რაციონალური დიალოგი? რაციონალური დიალოგი ნიშნავს: მოდით თქვენ, თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით - რა შეიძლება სარგებელი ვნახოთ ერთმანეთისგან, ჩვენ მოვალთ დავსხდებით ერთად და ვისაუბროთ. სულ ვამბობ ხოლმე, მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე არამედ იმის ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რუსულ ოჯახს მოსკოვში თუ პეტერბურგში. აი, აქედან გამომდინარე თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი ჩვენ დავლაგდებით. იმიტომ რომ, ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა , ე.ი. ის ისე მელაპარაკება, როგორც მე მელაპარაკება პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი. რაც ხდება დღეს რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული "ძერჟავას" ინტერესებიდან გამომდინარე, არ ითარგმნება ეს "ძერჟავას" ინტერესები ოჯახის ინტერესებმდე.“- განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






