მისი თქმით, სამივე ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი, ხოლო ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მუნიციპალიტეტს მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს.
თბილისის მერმა ბიზნესსექტორს მოუწოდა, აღნიშნული შესაძლებლობით დაინტერესდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ქალაქის საკეთილდღეოდ იმუშაონ.
„მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით, სამ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ეს ადგილებია: გეგეშიძის ბაღი, რკინიგზის სადგური და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია. მინდა მივმართო ბიზნესსექტორს, ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ იაქტიურონ ამ პროექტების განსახორციელებლად. მათ ამ კონკრეტულ ლოკაციებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცემთ. აღნიშნულ სამ ლოკაციაზე დაახლოებით, 715 საპარკინგე ადგილის მოწყობის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესი იაქტიურებს და აღნიშნული პროექტების ერთად განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები






